ქვეყნის მთავარი ეროვნული დღესასწაული - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ნიუ-იორკში აღნიშნეს. საქართველოს გენერალური საკონსულოს და გაეროში მუდმივმოქმედი მისიების წარმომადგენლებმა "Bohemian National Hall"-ში უცხოელ დიპლომატებს და ქართველ იმიგრანტებს უმასპინძლეს. თეა თუაშვილი მოგვითხრობს.
ქართული მრავალხმოვანება "Bohemian National Hall"-ში ისმოდა. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შემდეგ იმიგრანტებისგან დაარსებულმა ქართულ-ამერიკულმა ჯგუფმა "ზეკარმა" ამერიკის სახელმწიფო ჰიმნიც შეასრულა. ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 26-ე წლისთავს, გაეროში გაწევრიანების 25- ე წლის იუბილეც დაემთხვა, რომელიც ქართველმა დიპლომატებმა თავიანთ უცხოელ კოლეგებთან ერთად აღნიშნეს. გაეროს მუდმივმოქმედი მისიის ხელმძღვანელი კახა იმნაძე იხსენებს 25 წლის წინ განვითარებულ მოვლენებს, როდესაც ის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა.
კახა იმნაძე: 92 წელს საქართველო გაეროს ოჯახს შეუერთდა. მართლაც მნიშვნელოვანია წელვანდელი წელი. თავის დროზე,საერთაშორისო თანამეგობრობამ, რაც მაშინ არსებობდა, ერთა ლიგამ ვერ შეძლო ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტიტის დაცვა. დღეს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციას აქვს უკვე ეს ფუნქცია და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უკვე ამ ორგანიზაციის ფარგლებში არის აღიარებული. მიუხედავად იმისა, რომ ამ ორგანიზაციაში არსებობს რამდენიმე წევრი, რომელიც, არ ეთანხმება არც საერთაშორისო სამართალს და არც ლოგიკას, მთავარი ის არის რომ ეს დიდი თანამეგობრობა ცალსახად დგას საქართველოს ტეროტორიული მთლიანობისა და საქართველოს სუვერენიტეტის მხარდასაჭერად . ამიტომ ეს 25 წლისთავიც სიმბოლური არის. 25 წლის წინ ვმუშოაბდი საგარეო საქმეთა სამინისტორში, როცა უცბად, მოულოდნელად დაიშალა საბჭოთა კავშირი. ყველა ელოდა, მაგრამ არ იცოდა როდის. როცა გავხდით დამოუკიდებელი ქვეყანა, იყო ძალიან საინტერესო პერიოდი, როცა თითოეული ჩვენგანი მუშაობდა იმაზე, რომ ეღიარებინათ ქვეყანა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო.
დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 26 წლის შემდეგ საქართველო მსოფლიო რუქაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოთამაშეა. ნიუ-იორკში საქართველოს გენერალურმა კონსულმა დიანა ჟღენტმა მისალმებაში სტუმრებს საქართველოს ისტორიული და კულტურული წარსულის შესახებ უამბო.
დიანა ჟღენტი: დიდი გული გვაქვს, გახსნილები ვართ ყველასთვის, ყველა მეგობარი გვიყვარს, სტრატეგიული პარტნიორი გვიყვარს და ძალიან გვიხარია რომ ამდენი ადამიანი მოვიდა დღეს, რომ ჩვენთან ერთად აღნიშნოს ეს დღესასწაული. უფრო მეტი ადამიანი მოვიდა წელს და ყოველწლიურად მატულობს იმ ადამიანთან რიცხვი, რომლებიც ჩვენთან ერთად იზიარებენ ამ თარიღს.
უცხოელი ელჩები და სამხედრო პირები მიღებაზე ქართველ კოლეგებს და იმიგრანტებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავდნენ.
გაეროში უკრაინის მუდმოვმოქმედი მისიის ხელმძღვანელის ვოლოდიმირ ილჩენკოს მილოცვა უკრაინულ და ინგლისურ ენებზე : იდღერგეძელე საქართველო! 1 ივნისს გაეროში საქართველოს რეზოლუციასთან დაკავშირებით რათქმაუნდა ჩვენი მხარდაჭერის იმედი უნდა გქონდეთ. ეჭვგარეშეა რომ ასე იქნება.
მეტტ ლემპინენ, სამხედრო ატაშე ფინეთის მისიიდან:
ჩვენს მხარდაჭერას თქვენი ქვეყნის წინაშე გაეროშიც დავაფიქსირებთ. ვიცი რომ პრობლემები გაქვთ, მაგრამ ყველა ქვეყანა რაღაც გამოწვევის წინაშეა ახლა. როგორც სამხედრო პირს, მსურს, რომ ეს პრობლემები უფრო პოლიტიკურად მოგვარდეს.
საქართველოს, მეგობარი ქვეყნების გარდა გულშემატკივრები მედიიდანაც ჰყავს. გაეროს პრეს-კლუბის კორესპონდენტს, ჯორჯ ალან ბაუმგარტენს 2008 წლის მოვლენები ახსოვს და საქართველოს მშვიდობას უსურვებს.
ჯორჯ ალან ბაუმგარტენი: 2008 წლის მოვლენების დროს, როდესაც რუსეთი შეიჭრა საქართველოში, აქ ვიყავი. მინდა საქარველოს სიმშვიდე და გაერთიანება ვუსურვო და ეს ორი ნაწილი-სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი ისევ თვქენთან ვიხილოთ. რუსეთი ტოტალიტარული, დამპყრობელი ქვყანაა, რომელიც შეიჭრა უკრაინაში და საქართველოში, მიიტაცა ტერიტორიები.
საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენიდან პირველ წლებში ყველა საუბრობდა იმაზე, რომ ქვეყანა წარმატებებს 20-25 წლის განმავლობაში მიაღწევდა. როდესაც საქართველოს მომავალზე მსჯელობდნენ, მას ადარებდნენ წარმატებულ ევროპულ ქვეყნებს. ფიქრობდნენ, რომ 20-25 წლის შემდეგ იქნებოდა წელგამართული, ფინასნურად ძლიერი და ეკონომიკურად მყარი ქვეყანა, სადაც "ცხოვრებაც უკეთესი" გახდებოდა.
არის კი ცხოვრება უკეთესი 25 წლის შემდეგ? მსახიობი ხათუნა იოსელიანი, მისი ძმა საშკა იოსელიანი საქართველოს დამოუკიდებლობას და ერთიანობას აფხაზეთის ომში შეეწირა, ამბობს, რომ ჩვენ ყველას მაინც ისევ უკეთესი გვინდა.
ხათუნა იოსელიანი: მთავარი ის არის, რომ მე იმედი მაქვს, შენც ალბათ, რომ ოდესმე ფეხზე დადგება ჩვენი ქვეყანა, როგორც ამერიკა დგას.
,
Facebook Forum