შეერთებული შტატები ირანის წინააღმდეგ

ტრამპის ადმინისტრაციამ დაიწყო დიპლომატიური და ფინანსური კამპანია, როგორც სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ კვირა საღამოს თქვა, ირანის რეჟიმის დაფინანსების გადასაკეტად, რომელიც ამ ფინანსებს საკუთარი თავის გასამდიდრებლად იყენებს და სიკვდილს და ნგრევას უჭერს მხარს.

ამ ძალისხმევის ნაწილი, თეირანის რეჟიმის წინააღმდეგ ირანელი ხალხის წინააღმდეგობის წახალისებაა. კალიფორნიაში, რეიგანის ბიბლიოთეკაში, ძირითადად ირანული წარმოშობის ამერიკელების აუდიტორიის წინაშე გამოსვლისას, პომპეომ აღწერა „ცუდი ნაყოფი“, რომელიც დაახლოებით 40 წელია ირანის ისლამური რესპუბლიკისგან მომდინარეობს.

პომპეომ თქვა, რომ ირანს „მაფია“ მართავს, რომელიც კორუფციულ საქმიანობაშია ჩართული და ირანელი ხალხის ხარჯზე უზარმაზარი უკანონო ქონება დააგროვა. მან თქვა, რომ შეერთებული შტატები, რომელიც მაისში ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გამოვა, სანქციების სამიზნედ ირანის საბანკო და ენერგეტიკის სექტორებს ამოიღებს და სხვა ქვეყნებს მოუწოდა, ირანის საქციელის შესაცვლელი ძალისხმევის ფარგლებში, 4 ნოემბრამდე ირანიდან ნავთობის ექსპორტი ნულამდე იმდენად ახლოს მიიყვანონ, რამდენადაც ეს შესაძლებელია.

მან თქვა, რომ შეერთებული შტატები ირანელ ხალხთან სოლიდარობის გზავნილს ინტერნეტით და ქვეყანაში რადიო-ტელეგადაცემებით გაავრცელებს. დემოკრატიის დაცვის ფონდის წარმომადგენელი ბენჰამ ბენ თალიბლუ პომპეოს სიტყვით გამოსვლას დაესწრო და „ამერიკის ხმას“ უთხრა, რომ შეიძლება ამან განვითარებების წყება გამოიწვიოს.

კვირა ღამით, პრეზიდენტმა ტრამპმა ირანი „ტვიტერით“ გააფრთხილა შედეგებზე „რომლის მსგავსი ისტორიაში არავის განუცდია, თუ თეირანი შეერთებულ შტატებს დაემუქრება“. ტრამპმა დაამატა: „ჩვენ აღარ ვართ ის ქვეყანა, რომელიც ძალადობის და სიკვდილის თქვენს გიჟურ სიტყვებს მოითმენს. ფრთხილად იყავით!“