ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ რუსეთის მიმართ პირველი დამსჯელი ზომა მიიღო. თეთრმა სახლმა რამდენიმე რუს მაღალჩნოსანს სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა სიაში არ შედის რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი.
რუს მოხელეებითან ერთად, სანქციების სამიზნე რამდენიმე რუსული კომპანიაცაა, განაცხადა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, რომელმაც დასძინა, რომ ვაშინგტონი დარწმუნებულია, რომ ოპოზიციის წარმომადგენელზე თავდასხმასთან კავშირი აქვს რუსეთის ხელისუფლებას.
ასევე ნახეთ: ალექსანდრ ქული საქართველოს პოსტ-საბჭოთა გამოწვევებზებაიდენის ადმინისტრაცია ასევე აცხადებს, რომ არ აპირებს ურთიერთობის არც გადატვირთვას და არც ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის დაძაბულობის ესკალაციას. თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, ამერიკა საკუთარ პარტნიორებთან ერთად შეეცდება „რუსეთს აგებინოს პასუხი, როდესაც ის საზღვრებს გადავა“. საინფორმაციო სააგენტო ბლუმბერგის ინფორმაციით, ბაიდენის ადმინისტრაცია უხოლოეს ხანებში გეგმავს სანქციების ახალი პაკეტის მიღებას, რომელიც რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ იქნება მიმართული.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საანქციებზე პასუხად განაცხადა, რომ მოსკოვი საპასუხო ნაბიჯს გადადგამს. სამინისტროს წამომადგენელმა თქვა, რომ ეს პასუხი იქნება „ურთერთგაცვლის პრინციპიდან გამომდინარე, თუმცა არა აუცილებლად სიმეტრიული“.
განცხადება გააკეთა კრემლის წამომადგენელამ დმიტრი პესკოვმაც. მისი თქმით, სანქციები აშშ -რუსეთის ურთიერთობას ვნებს და ეს ნაბიჯი „რუსეთის შიდა საქმეებში ჩარევაა.”
ვაშინგტონთან ერთად, რუსეთს სანქციები დაუწესა ევროკავშირმაც. ევროკავშირის სანქციების შესახებ ცნობა გამოქვეყნებულია გაერთიანების ოფიციალურ გამოცემაში. ტექსტში არ არის მითითებული ის პირები, ვისზეც სანქციები გავრცელდება. მაგრამ გერმანული გამოცემების „ბილდისა“ და „ფოკუსის“ თანახმად, სანქციების ქვეშ აღმოჩნდნენ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი ალექსანდრ ბასტრიკინი, რუსეთის გვარდიის სარდალი, ვიქტორ ზოლოტოვი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დირექტორი ალექსანდრ კალაშნიკოვი და რუსეთის გენერალური პროკურორი, იგორ კრასნოვი. მათ აეკრძალებათ ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა და, არსებობის შემთხვევაში, გაიყინება ევროკავშირში მათი ანგარიშები.
ასევე ნახეთ: რას გრძნობენ რუსები?სანქციები რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის საქმეს უკავშირდება. „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ დამაარსებელი ნავალნი 2020 წლის აგვისტოში რუსეთში მოწამლეს „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნერვული აგენტით. ის მალევე გერმანიაში გადააფრინეს, სადაც ნავალნიმ ოთხთვიანი მკურნალობის კურსი გაიარა და 17 იანვარს მოსკოვში დაბრუნდა. ნავალნი აეროპორტშივე დააკავეს და 18 იანვარს 30 დღით პატიმრობა შეუფარდეს.
2 თებერვალს, მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ ალექსეი ნავალნის ე.წ. „ივ როშეს“ საქმეზე თაღლითობის ბრალდებით შეფარდებული პირობითი სასჯელი რეალური პატიმრობით შეუცვალა და 2,5 წლით გაგზავნა საერთო რეჟიმის კოლონიაში.
ევროკავშირმა 2 მარტს სანქციები დაუწესა 4 რუს მოხელეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნი დაკავებისა და მისი შემდგომი დევნის გამო.
ალექსეი ნავალნი, რომელიც აგვისტოში რუსეთის ტერიტორიაზე მოწამლეს, მოსკოვში დაბრუნების შემდგომ იანვარში აეროპორტშივე დააკავეს და შემდეგ პატიმრობა მიუსაჯეს კოლონიაში მოხდით.