ვლადიმირ პუტინმა „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონს ხელი მოაწერა. სადავო კანონის დარღვევა ჯარიმას აწესებს. ჯარიმას ითვალისწინებს, ასევე საპროტესტო გამოსვლებთან დაკავშირებული კანონმდებლობით დაწესებული რეგულაციები - მიტინგების დაფინასებასა და სამართალდამცავი ორგანოების დაუმორჩილებლობის შესახებ.
24 თებერვალს, პუტინის მიერ ხელმოწერილი „უცხოელი აგენტების“ კანონი, ფიზიკური პირებისთვის 2 500 რუბლამდე, ორგანიზაციაზე კი 500 000 რუბლამდე ჯარიმას ითვალისწინებს. „უცხოელი აგენტის“ სახელით ცნობილი კანონი, არ განარჩევს და თანაბრად მოქმედებს, როგორც მედიასაშუალებებზე, ასევე ინდივიდუალურ პირებზე.
იმავე დღეს, პუტინის მიერ ხელმოწერილი სხვა კანონები, სხვადასხვა დანაშაულისთვის სხვადასხვა რაოდენობის ჯარიმებს აწესებს. თუ რუსულმა სასამართლომ ინდივიდი, ოფიციალური პირი ან ორგანიზაცია მიტინგის უკანონო ბრალდებაში დამნაშავედ სცნო, 30 000-დან 100 000 რუბლამდე ოდენობის ჯარიმას დააკისრებს. კიდევ ერთი ხელმოწერილი კანონი, მნიშვნელოვნად ზრდის ჯარიმებს, პოლიციის დამორჩილებობისთვის დაკავებული პირებისთვის.
კანონმდებლობა 2012 წელს მიიღეს და მას შემდეგ, მასში რამდენიმე ცვლილება შევიდა. კანონი ითხოვს არასამთავრობო როგანიზაციებმა, რომლებიც დახმარებას უცხოეთიდან იღებს, რუსეთის მთავრობა კი მიიჩნევს, რომ ის პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა, საკუთარი თავის იდენტიფიცირება „უცხოელ აგენტებად“ მოახდინონ და აუდიტის სამსახურში დარეგისტრირდნენ.
კანონში ბოლოდროინდელი შესწორებების სამიზნე უცხოეთის მიერ დაფინანსებული მედიაა. მათ შორისაა „რადიო თავუსუფლების“ რუსულენოვანი, ასევე სხვა ექვსი რუსულენოვანი ახალი ამბების სამსახური და „Current Time” – „ამერიკის ხმისა“ და „რადიო თავუსუფლების“ ერთობლივი მედიაპროექტი.
2020 წლის ბოლოს, კანონში შეტანილი ცვლილებები რუსეთის მთავრობას საშუალებას აძლევს „უცხოელი აგენტების“ სიაში ინდივიდუალური ჟურნალისტები შეიყვანოს და მათ შეზღუდვები დაუწესოს.
ეს იყო რუსეთის პასუხი ამერიკას - აცხადებენ რუსი ოფიციალური პირები. მათი თქმით, მედიასაშუალებებსა და ჟურნალისტებზე „უცხოელი აგენტების“ კანონის გავრცელება, ამერიკის მიერ გადადგმულ ნაბიჯზე „პროპორციული პასუხი” იყო. აშშ-ის გადაწყვეტილებით, რუსეთის მთავრობის მიერ დაფინანსებულ ტელეარხ “რაშა თუდეის“ დაეკისრა ვალდებულება, უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის მიხედვით დარეგისტრირებულიყო (U.S. Foreign Agents Registration Act (FARA).
ამერიკელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ კრემლის ქმედებები სიმეტრიული არ არის. არგუმენტი კი ისაა, რომ ამერიკული და რუსული კანონმდებლობა განსხვავებულია და რუსეთი „უცხოელი აგენტის“ შესახებ კანონმდებლობას, სიტყვის თავისუფლების ჩასახშობად და იდეების თავისუფალი გაცვლის წინააღმდეგ იყენებს.
რუსეთის სახელმწიფო მედიაზედამხედველობის ორგანომ, „როსკომნადზორმა“ გასულ წელს რეგულაციები დააწესა, რომელიც კონკრეტულ მედიასაშუალებებს, სხვადასხვა ტიპის მედიაპროდუქტის ერთგვარ დეკლარირებას სთხოვს - იქნება ეს ტექსტური, აუდიო თუ ვიდეო პროდუქტი.
საზედამხედველო უწყებამ, „რადიო თავუსუფლების“ წინააღმდეგ ასობით საჩივარი მოამზადა. სასამართლოში საქმის წარმოების შემდეგ, ჯარიმამ ჯამში, შესაძლოა 1 მილიონ ამერიკულ დოლარს მიაღწიოს.
„რადიო თავუსუფლება“ აცხადებს, რომ ჯარიმების დაწესება „სახელმწიფოს მიერ წარმოებული იძულებისა და დაშინების კამპანიის“ ნაწილია. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი კი აცხადებს, რომ კანონმდებლობა „შეუწყნარებელია“„ჰუმან რაითს უოჩი“ კი „უცხოელი აგენტის“ სახელით ცნობილ რუსულ კანონმდებლობას „შემზღუდველს“ უწოდებს და აცხადებს, რომ მისი მიზანი „დამოუკიდებელი ჯგუფების დემონიზებაა.“
ვალადიმირ პუტინის პრეზიდენტობის დასაწყისიდანვე, კრემლი დამოუკიდებელ მედიააზე ზეწოლას სტაბილურად განარძობს. პრესის თავისუფლების ინდექსით, რომელსაც „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ აწარმოებს, რუსეთი 180-დან, 149-ე ადგილზეა.
Facebook Forum