ამერიკას ბოლო თვეების განმავლობაში სულ უფრო მეტი ადამიანი მომართავს თავშესაფრის თხოვნით. განსაკუთრებით, თავშესაფრის მაძიებელთა აქტიურობა ამერიკა მექსიკის საზღვარზე შეინიშნება. სადაც მხოლოდ მარტის თვეში თავშესაფარი 170 000-ზე მეტმა ადამიანმა მოითხოვა.
ოფიციალური მონაცემებით ირკვევა, რომ მექსიკიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში მშობლები სხვადასხვა გზით ბავშვებს გზავნიან ან საზღვრის მიმდებარედ ტოვებენ. ერთ-ერთი ასეთი მომენტი ამ ვიდეო კადრებშია აღბეჭდილი. მაშინ, როცა 4 მეტრის სიმაღლის ღობის გადმოლახვაში ბავშვებს მექსიკიდან მშობელი ეხმარება, შემდეგ კი ის უკან მექსიკაში ბრუნდება.
Your browser doesn’t support HTML5
სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს ამერიკის საემიგრაციო სამსახურების მუშაობას უფრო მეტად ართულებს და აყოვნებს, რადგან სამსახური ვერ აუდის თავშესაფრის მაძიებელთა საქმეების რაოდენობას. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, ამის მიზეზი საქმეების დიდი რაოდენობა და ცოტა საემიგრაციო მოსამართლეების რაოდენობაა.
ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა ასე მკვეთრად იზრდება, ბოლოს ასეთი ფაქტი ქვეყნის ისტორიაში 2006 წელს დაფიქსირდა.
სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ პრობლემის მოგვარებისთვის აუცილებელია ამერიკის საემიგრაციო სამსახურმა დამატებითი თანამშრომლები აიყვანოს, რათა მოხდეს არსებული დიდი რაოდენობის საქმეების დროული განაწილება და განხილვა.
"ამერიკის ხმასთან" საუბრის დროს, საემიგრაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ჯეფრი ჩეიზი ამბობს, რომ აუცილებელია გარკვეული სტრატეგია, რათა სისტემამ მუშაობა გააგრძელოს.
"პირველი, უნდა მოხდეს მეტი საიმიგრაციო თანამშრომლის (მოსამართლის) აყვანა. მეორე, უნდა მოხდეს საქმეების პრიორიტეტების მიხედვით დაყოფა და განაწილება, რათა სისტემამ პროცესის მართვა შეძლოს,"- ამბობს ჯეფრი ჩეიზი.
სხვადასხვა კვლევების მიხედვით 2017 წლის დასაწყისთან შედარებით, საქმეების რაოდენობა გაორმაგებულია. მაგალითისთვის, თუ 2017 წელს აქტიური საქმეების რაოდენობა 542 411 იყო. ამ დროისთვის, მათი რაოდენობა 1 299 239 შეადგენს. რაც შეეხება მოსამართლეების რაოდენობას, ქვეყნის მასშტაბით ასეთი სულ 529 საიმიგრაციო მოსამართლეა.
ამერიკაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდა განსაკუთრებულად 2021 წლის თებერვლიდან დაიწყო.