ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი ვაქცინაციის ტემპის აჩქარებას გეგმავს


პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გეგმავს განაცხადოს, რომ მის მიერ თანამდებობის დაკავების შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა 150 მილიონი ვაქცინის მიწოდება მოახდინა და ამიტომ, ვაქცინის ფართოდ ხელმისაწვდომობის დათქმული ვადა თითქმის ორი კვირით გადმოიწევს.

ბაიდენი შტატებს მიუთითებს, რომ 19 აპრილისთვის, ვაქცინების განაწილება გააფართოონ ყველა ზრდასრული ამერიკელისთვის, ვისაც ის ეკუთვნის. თავდაპირველად დათქმული თარიღი 1 მაისი იყო.

სამშაბათს, თეთრი სახლიდან განცხადების გაკეთებამდე, პრეზიდენტს დაგეგმილი აქვს დაათვალიეროს ვაქცინაციის ობიექტი ვირჯინიაში, რომელიც ალექსანდრიის თეოლოგიურ სემინარიაშია მოწყობილი.

ფედერალურმა მთავრობამ ვაქცინაციის ტემპი მნიშვნელოვნად ააჩქარა. შტატებმა, რომლებსაც ვაქცინის შეზღუდული რაოდენობა ჰქონდათ, თავდაპირველად დოზები მხოლოდ ისეთი მაღალი რისკის ჯგუფებზე გაანაწილეს, როგორიც ასაკოვანი ადამიანები და სამედიცინო პერსონალია.

ბაიდენის თავდაპირველი მიზანი, მისი პრეზიდენტობის პირველი 100 დღის განმავლობაში, ვაქცინის 100 მილიონი დოზის განაწილება იყო. ეს ვადა აპრილის ბოლოს გადის.

მას შემდეგ მიზანი გაორმაგდა და 200 მილიონი შეადგინა.

ათიდან ოთხ ამერიკელს ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზა უკვე მიღებული აქვს. ეს მაჩვენებელი სხვა ქვეყნების უმრავლესობას ბევრად უსწრებს.

ვაქცინების გავრცელება ბაიდენის წინამორბედის, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს დაიწყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG