ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკაში ვაქცინების მიმართ რწმენა იზრდება


შეერთებულ შტატებში კოვიდ-19-ის ვაქცინების სანდოობის მიმართ რწმენა თანდათან იზრდება. თუმცა, სკეპტიკოსების მომცრო ნაწილში ეჭვები კიდევ უფრო გაღრმავდა.

კაიზერის საოჯახო ფონდის მიერ იანვარში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულ ამერიკელთა თითქმის ნახევარმა ან უკვე გაიკეთა აცრა, ან რაც შეიძლება სწრაფად სურს ვაქცინის მიღება. დარჩენილებიდან ერთი მესამედი ამბობს, რომ ჯერ "მოიცდიან და შეხედავენ", თუ როგორ იმუშავებს ვაქცინები, ვიდრე თავად აიცრებიან.

გამოკითხულთა მხოლოდ 20% ამბობს, რომ კოვიდ-19-ზე ნამდვილად არ აიცრება, თუ ვაქცინაცია სავალდებულო არ გახდა. სპეციალისტების შეფასებით კი მოსახლეობის სულ ცოტა 80% უნდა აიცრას, რომ ადამიანებს ვირუსის მიმართ პოპულაციური (ე.წ. ჯოგური) იმუნიტეტი გამოუმუშავდეთ.

ერთი თვით ადრე, დეკემბერში, გამოკითხულ ამერიკელთა მეოთხედი ამბობდა, რომ ნამდვილად არ აიცრებოდა. ეს კი იმედისმომცემი ნიშანია, ამბობს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პედიატრი სარა პოლკი. "სულ უფრო და უფრო ხშირად მესმის: მეტი მინდა გავიგო, ვფიქრობ გაკეთებაზე" - აღნიშნავს ის. პოლკი სათვეში უდგას ორგანიზაციას "სენტრო სოლ", რომელიც ქ. ბალტიმორში ესპანურენოვანი მოსახლეობის ჯანდაცვით უზრუნველყოფაზე მუშაობს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG