Financial Times: აშშ მოუწოდებს უკრაინას, შეწყვიტოს დარტყმები რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე

შეერთებულმა შტატებმა მოუწოდა უკრაინას შეწყვიტოს დარტყმები რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე და გააფრთხილა, რომ დრონებით თავდასხმები შურისძიების პროვოცირებას და ნავთობის გლობალური ფასების გაზრდის საფრთხეს ქმნის - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "ფაინენშალ თაიმსი" ავრცელებს.

ამერიკულ გამოცემაში წერენ, რომ თავდასხმებმა ხელი შეუწყო ნავთობის ფასების გაზრდას, რომელიც თითქმის 4%-ით გაიზარდა 12 მარტიდან, როდესაც უკრაინამ პირველად დაიწყო რუსეთის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის სამიზნეში ამოღება. ასევე ნათქვამია, რომ შეერთებულ შტატებში ბენზინზე ფასების შემდგომი ზრდა შეასუსტებს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის რეიტინგს და ამცირებს მისი ხელახლა არჩევის შანსებს.

რუსეთი და უკრაინა ორივე იყენებს დრონებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, სამხედრო ობიექტებზე და ჯარების შეჯგუფების ადგილებზე დასარტყმელად. ბოლო პერიოდში, კიევმა დრონებით მიიტანა იერიში რუსულ ნავთობის გადამამუშავებელ ქარხნებსა და ენერგეტიკულ ობიექტებზე.

რუსეთი დრონებს განსაკუთრებით ზამთარში, უკრაინის კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურაზე დასარტყმელად იყენებს, რათა მოსახლოება გათბობის, ელექტროენერგიისა და სასმელი წყლის გარეშე დატოვოს. რუსეთმა არაერთხელ მიიღო დასავლური დემოკრატების მწვავე კრიტიკა ამის გამო. თუმცა, კრემლი დღემდე უარყოფს, რომ უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობას ერჩის.