ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლი ევროკავშირს შურისძიებით ემუქრება, თუ ბლოკი რუსული აქტივებით კიევს დაეხმარება


რუსეთი საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს, თუკი ევროკავშირი რუსეთის გაყინული აქტივების თანხას უკრაინას მოახმარს - ეს განცხადება კრემლმა ხუთშაბათს გააკეთა.

კრემლის პრეს-სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ამ თემაზე კომენტარი ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის წინ გააკეთა. ლიდერების განსახილველ თემებს შორის ერთ-ერთი სწორედ რუსული გაყინული აქტივების უკრაინის დასახმარებლად გამოყენებაა. პესკოვმა კი თქვა, რომ თუკი ამ აქტივების გაყიდვით მიღებული შემოსავალი უკრაინისთვის იარაღის შესაძენად იქნება გამოყენებული, რუსეთი ამას "საკუთარი ინტერესების შესაბამისი" ყველა "სამართლებრივი მექანიზმით" დაუპირისპირდება.

"ბუნებრივია, ჩვენ ყველა შესაძლო იურიდიულ მექანიზმს გამოვიყენებთ - ყველას, რაც ახლაა ხელმისაწვდომი, ან რაც მომავალში გახდება შესაძლებელი", - უთხრა პესკოვმა ჟურნალისტებს.

"რაც შეეხება თანაზომიერ პასუხს, ჩვენ შევარჩევთ განსხვავებულ მეთოდებს, რაც ჩვენს ინტერესებს შეესაბამება", - თქვა კრემლის პრეს-სპიკერმა.

ევროკავშირში უფრო და უფრო აქტიურდება იმის განხილვა, თუ როგორ შეიძლება გამოიყენოს ბლოკმა გაყინული ან ჩამორთმეული რუსული აქტივები უკრაინის დასახმარებლად.

XS
SM
MD
LG