იანუკოვიჩი დათანხმდა პოლიციის მიერ ძალის გამოყენების შემთხვევის გამოძიებას. მან პირობა დადო, რომ გამოძიების შედეგები საჯაროდ იქნება გამოქვეყნებული.
ვაშინგტონი —
საერთაშორისო ორგანიზაციები უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებენ. გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ბან კი მუნი ყურადღებით ადევნებს თვალს უკრაინაში მიმდინარე დემონსტრაციებს. ის მხარეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ძალადობისგან და დაიცვან გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების დემოკრატიული პრინციპები.
გენერალური მდივანი მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებს, რათა საბოლოო ჯამში მიღწეულ იქნას გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინის განვითარებას შეუწყობს ხელს.
განცხადება გამოაქვეყნა ევროკომისიამაც, სადაც ნათქვამია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროსოს დაურეკა.
სატელეფონო საუბრის დროს მხარეებმა ისაუბრეს უკრაინაში არსებულ ვითარებაზე, აღნიშნეს რა, რომ დაცული უნდა იქნას ადამიანის უფლებები, პოლიციის მიერ ძალის გამოყენების შემთხვევები კი დაუყოვნებლივ გამოძიებული. ამასთან, აღინიშნა, რომ უკრაინის არსებული ვითარებიდან გამოსაყვანად მხოლოდ მშვიდობიანი და პოლიტიკური გადაწყვეტილებები უნდა იქნას გატარდეს.
პრეზიდენტი იანუკოვიჩი დათანხმდა პოლიციის მიერ ძალის გამოყენების შემთხვევის გამოძიებას. მან პირობა დადო, რომ გამოძიების შედეგები საჯაროდ იქნება გამოქვეყნებული.
იანუკოვიჩმა ევროსაბჭოს პრეზიდენტს ჰკითხა შესაძლებელი იქნებოდა თუ არა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გარკვეულ ასპექტებზე მოლაპარაკების მიზნით უკრაინის დელეგაციის ევროსაბჭოში მიღება. ბაროსო დელეგაციის სათანადო დონეზე მიღებას დათანხმდა, თუმცა განაცხადა, რომ დიალოგი მხოლოდ აქამდე მიღწეული შეთანხმების ფარგლებში შედგება და მხარეებს მოლაპარაკების თავიდან წარმოების საშუალება არ მიეცემათ.