ვითარება აშშ-ის სამუშაო ბაზარზე

US Economy

უმუშევრობის შეღავათებზე მოთხოვნა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ამჟამად ყველაზე დაბალია
უკანასკნელი მაჩვენებლებით, შეერთებული შტატების სამუშაო ბაზარზე მდგომარეობა გაუმჯობესდა. სავაჭრო დეფიციტი შემცირდა და წარმოებებში ზოგადი სურათი დამაიმედებელია.

შრომის დეპარტამეტის მიერ ხუთშაბათს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უმუშევრობის შეღავათებზე მოთხოვნა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ამჟამად ყველაზე დაბალია.

ანგარიშმა გაამართლა ანალიტიკოსების იმედები, რომლებიც მსგავს შედეგებს წინასწარმეტყველებდნენ. ამის მიზეზი კი, შეერთებულ შტატებში უმუშევრობის დონის შემცირებაა, რომელიც ამ თვეში 7.8 პროცენტამდე დაეცა.

ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების მთავარ საკითხად კვლავ უმუშევრობის პრობლემა რჩება. აქედან გამომდინარე, შრომის დეპარტამენტის ანგარიში გარკვეულ ზეგავლენას მოახდენს ამომრჩევლებისა და მხარდამჭერების გადაწყვეტილებაზე.