საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი, კრისტინ ლაგარდი ეკონომიკის გაჯანსაღების მიზნით, მსოფლიოს ლიდერებს „თამამი და ერთობლივი ძალისხმევისკენ“ მოუწოდებს. პოლიტიკური დაძაბულობა აზიაში და ევროპის არასტაბილური ეკონომიკური მდგომარეობა ტოკიოში გამართულ საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის ერთობლივ შეხვედრაზე განხილვის მთავარი საგანი გახდა.
კრისტინ ლაგარდი აცნობიერებს, რომ ევროზონაში შექმნილი სიტუცია, ტოკიოში შეკრებილი ფინანსთა მინისტრების და ცენტრალური ბანკების მმართველების მთავარი თავსატეხია.
პოზიტიური მოვლენა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის თქმით, ახალი ორგანიზაციის - ევროპის სტაბილურობის მექანიზმის შექმნაა, რომელიც უკვე ფუნქციონირებას შეუდგა. ორგანიზაციის რესურსი დაახლოებით 650 მილიარდი დოლარია, რომელიც ეკონომიკურ კრიზისში მყოფ ევროზონის ქვეყნებს მოხმარდება.
რაც შეეხება უარყოფით მხარეს, ქალბატონი ლაგარდი საკანონმდებლო ბარიერებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც ხელს უშლის კრიზისში შესულ ქვეყნებს ეფექტურად იმოქმედონ:
„პირველ რიგში, აუცილებელია იყო გლობალური ეკონომიკის სრულუფლებიანი პარტნიორი. მეორე, აუცილებელია ადგილობრივ ბაზარზე ყურადღების გამახვილება, რომელიც ეკონომიკის ზრდის მამოძრავებელს წარმოადგენს. ამ მიმართულებით ჩინეთმა უნდა იაქტიუროს და, რამდენადაც ცნობილია, ამ კუთხით უკვე გადადგმულია ნაბიჯები. ამასთან, ადგილობრივ ბაზარზე საუბრისას აუცილებელია ინვესტირების და სამომხმარებლო ბაზარის გამიჯვნა. ყურადღების გამახვილება ამ შემთხვევაში აუცილებელია მეორეზე, რადგანაც ინვესტიციების მხრივ უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე საკმაოდ პოზიტიური ნაბიჯებია გადადგმული.“
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის თავჯდომარის, ტიმოტი გეიტნერის განცხადებით, ჩინეთის ეკონომიკა წლების განმავლობაში კომპლექსური გახდა. ის შეირყა ევროპაში შექმნილი კრიზისის ფონზე.
ჩინეთის ფინანსთა მინისტრი და წამყვანი ბანკირები ტოკიოში გამართულ შეხვედრებს არ ესწრებიან, იაპონიაში ჩინეთმა დაბალი რანგის ოფიციალური პირები წარაგზავნა, რითაც ტოკიოს მიმართ ერთგვარი პროტესტი გამოხატა. ორ ქვეყენას შორის ტერიტორიული დავის გამო ურთიერთობა ბოლო თვეების განმავლობაში უკიდურესად დაიძაბა.
თავის მხრივ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა კრისტინ ლაგარდმა, ჩინეთის საქციელი არ მოიწონა და დასძინა, რომ ჩინეთი ბევრს კარგავს იმით, რომ ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრებს არ ესწრება.
რაც შეეხება განვითარებადი ქვეყნების ოფიცილაურ პირებს, მათ ძირითადი აქცენტი სურსათზე ფასების ზრდაზე გააკეთეს. მათი აზრით, ამ ქვეყნების მოსახლეობის გარკვეული ნაწილი შესაძლოა შიმშილობის ზღვრამდე მივიდეს.
მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა, ჯიმ იონგ კიმმა ამის თაობაზე შეშფოთება გამოთქვა:
„ჩვენი აზრით, სურსათის ზრდაზე რეაგირება უნდა იყოს მრავალმხრივი, ჩვენ ვცდილობთ რესურსების შექმნას, რომლიც მოხმარდება პრობლემატურ ქვეყნებს."
მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა მოუწოდა განვითარებული ქვეყნების ფინანსთა მინისტრებს და ბანკირებს, იბრძოლონ არამარტო რეცესიის წინააღმდეგ, არამედ დახმარების ხელი გაუწოდონ ეკონომიკურად სუსტ სახელმწიფოებს სიღატაკის თავიდან აცილების მიზნით.