ამერიკაში მომხმარებლის მიერ დახარჯული თანხის რაოდენობამ თებერვალში გასულ ხუთ თვესთან შედარებით მოიმატა, რაც ეკონომისტების აზრით, ქვეყნის ეკონომიკის გაუმჯობესებაზე მეტყველებს.
ამერიკის ვაჭრობის დეპარტამენტმა პარასკევს გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მომხმარებლის მიერ დახარჯულმა თანხამ თებერვალში 0.7 პროცენტით მოიმატა, რამაც დასაქმებულთა ხელფასების 1.1 პროცენტით გაზრდა გამოიწვია. ეს სექტემბრის შემდეგ ყველაზე მაღალი ზრდაა.
ამერიკაში მომხმარებლის მიერ დახარჯულ თანხას დიდი მნიშვნელოვა ენიჭება, რადგანაც ეს მაჩვენებელი მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის 70 პროცენტს ამოძრავებს. ვაჭრობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ თებერვალში ბენზინის ფასი გაძვირდა, ამერიკელებმა მაინც იმაზე მეტი მანქანა იყიდეს, რაც უკანასკნელი 5 თვის განმავლობაში.
ეკონომისტების უმრავლესობა თანხმდება, რომ ამერიკის ეკონომიკა 2013 წლის პირველ კვარტალში 2.5 პროცენტით გაიზარდა.