ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სეკვესტრის მოსალოდნელი შედეგები


სამხედრო პილოტებს საფრენი საათები 18 პროცენტით შეუმცირდებათ

ამერიკელი სამხედროები სეკვესტრის შედეგებისთვის ემზადებიან. ავტომატური შეკვეცები ყველაზე მეტად თავდაცვის დეპარტამენტზე აისახება. ბიუჯეტის შეკვეცისგან დარტყმას მერილენდში მდებარე 459-ე სამხედრო საჰარეო ბაზაზე უკვე ელიან. თუ რა გავლენას მოახდენს სეკვესტრი აქ მომსახურე პერსონალზე, „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი კაროლინ პრეშუტო ადგილიდან არკვევდა.
კაპიტანი ფრენკ ჯილარდი საჰაერო საწვავმზიდის „KC-135“ -ის პილოტია. ის ამბობს,რომ საწვავის ტანკერი ასევე შესაძლოა საავამდყოფოდ იყოს გამოყენებული.
მას და სხვა პილოტებს საფრენი საათები დაახლოებით 18 პროცენტით შეუმცირდებათ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დავალებაზე საბრძოლო თვითმფრინავების გაშვებაც შემცირდება, რადგან მათი საწვავით მომარაგება შეიზღუდება. ბიუჯეტის შეკვეცა სამოქალაქო პერსონალზეც იმოქმედებს - ისინი ერთი დღით ნაკლებს იმუშავებენ. ეს კი მათ ხელფასებს 20 პროცენტით შეამცირებს.
„ეს ბევრ რამეზე იმოქმედებს. ჩემს სახლზე, კომუნალურ გადასახადზე, ყოველდღიურ საზრუნავზე,“ - ამბობს კაპიტანი ფრენკ ჯილარდი.
ვეტერანი ავიატორი კევინ უიდნი საჰაერო საწვავმზიდს ემსახურება. ასევე ატარებს ტრენინგებს. მან უკვე შეამცირა თავისი სატელეფონო მომსახურების გეგმა, გაყიდა მეორე ავტომობილი, მოახლოებულ ქორწილსაც სხვანაირად გეგმავს.
„ძალიან გართულდა ქორწილის ხარჯების დაგეგმვა. ფულის დაზოგვას ვიწყებ. ქორწილის გადახდას შევძლებ, თუმცა ცოტა ეკონომიურად,“ - ამბობს უიდნი.
უიდნი და ჯილარდი იმ 230 მოსამსახურეს შორის არიან, რომლებსაც ხელფასები მოაკლდებათ. მათ ევალებათ, როგორც ტანკერის საწვავით გავსება და სხვა თვითმფრინავების მომარაგება, ასევე პილოტების გაწვრთნა, რომლებმაც ჰაერში მყოფი მეორე თვიმთფრინავი საწვავით უნდა მოამარაგონ. მათი თვითმფრინავი უკვე ხანდაზმულია. ის 1950-იან წლებშია გამოშვებული. დადებული კონტრაქტის მიხედვით, „ბოინგმა“ მათ ახალი მოდელის თვითმფრინავი უნდა გადასცეს. თუმცა, ეს ყველაფერი კონგრესის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
პოლკოვნიკი უილიამ მეისონი ეკიპაჟის მეთაურია. თუმცა, ეს სტატუსი მას შეკვეცებისგან ვერ დაიცავს. პოლკოვნიკმა თავისი დანაზოგი უკვე გამოიტანა ბანკიდან, რათა ქალიშვილის განათლების თანხა გადაეხადა.
„ფრენების შეზღუდვა უფრო ძვირი დაჯდება, ვიდრე მათი რაოდენობის შემცირებაა და თან მზადყოფნის შენარჩუნება,“ - ამბობს პოლკოვნიკი.
ჯერჯერობით, ბაზაზე ზემოაღნიშნული შეკვეცები არ დაწყებულა. თუმცა, თუ კანონმდებლები კონტრზომებს არ მიიღებენ, ეს პროცესი გარდაუვალია.
XS
SM
MD
LG