რუსეთის თქმით, უკრაინისთვის "ATACAMS"-ების გადაცემას "სერიოზული შედეგები" მოჰყვება

ვაშინგტონის გადაწყვეტილება უკრაინაში შორი მანძილის სარაკეტო სისტემების ATACMS გაგზავნის შესახებ იყო სერიოზული შეცდომა, რომელსაც სერიოზული შედეგები მოჰყვება, განაცხადა ოთხშაბათს აშშ-ში რუსეთის ელჩმა, მას შემდეგ რაც კიევმა განაცხადა, რომ პირველად გამოიყენა იარაღი.

„ამ ნაბიჯის შედეგები, რომელიც შეგნებულად დაიმალა საზოგადოებისგან, იქნება ყველაზე სერიოზული ხასიათის“, - განაცხადა ელჩმა ანატოლი ანტონოვმა "ტელეგრამზე".

მას შემდეგ რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბოლო დღეებში შეერთებულმა შტატებმა უკრაინას ფარულად მიაწოდა ATACMS (არმიის ტაქტიკური სარაკეტო სისტემები), თეთრმა სახლმა სამშაბათს აღნიშნული დაადასტურა.

ასევე ნახეთ: კიევმა აეროდრომები დაბომბა და რუსეთის საბრძოლო ტექნიკის განადგურებაზე იუწყება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრანულმა ძალებმა გამოიყენეს ATACMS მას შემდეგ, რაც სამშაბათს მისმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ კონტროლირებად ორ საჰაერო ბაზაზე იერიში მიიტანეს. უკრაინის სპეცდანიშნულების ძალებმა განაცხადეს, რომ ცხრა ვერტმფრენი, საჰაერო თავდაცვის სარაკეტო გამშვები, ასაფრენი ბილიკები და სხვა აღჭურვილობა განადგურდა უკრაინის აღმოსავლეთით ლუჰანსკთან და სამხრეთით ბერდიანსკში, აზოვის ზღვაზე.

უკრაინამ დიდი ხანია ითხოვს ამერიკის ადმინისტრაციისგან ATACMS-ებს და პირობა დადო, რომ არ გამოიყენებს მათ რუსეთის ტერიტორიაზე.

ჯერ რთული სათქმელია, რამხელა უპირატესობას მისცემს უკრაინას სარაკეტო სისტემა, მაგრამ კიევის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ეს უბიძგებს რუსეთს, გადაიტანოს თავისი ძირითადი საჰაერო აღჭურვილობა ფრონტის ხაზებიდან მოშორებით.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამშაბათს განაცხადა, რომ იარაღმა "აჩვენა თავისი უნარები".

"დღეს განსაკუთრებული მადლობა შეერთებულ შტატებს. ჩვენი შეთანხმებები პრეზიდენტ ბაიდენთან ხორციელდება. ძალიან ზუსტად - ATACMS-მა აჩვენა მისი უნარები", - თქვა ზელენსკიმ თავის ღამის ვიდეომიმართვაში.

კრემლმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების მიერ უკრაინაში ATACMS რაკეტების და აბრამსის ტანკების მიწოდება არ შეცვლის ვითარებას ბრძოლის ველზე.