ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინაში რუსეთის საჰაერო თავდასხმებს კიდევ ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა


უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ პარასკევს, 13 ოქტომბერს, სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინაში რუსული ავიაციის იერიშის შედეგად, სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაიჭრა.

დონეცკის აღმოსავლეთში, ქალაქ პოკროვსკზე სარაკეტო იერიშის შემდეგ, ერთი ადამიანი დაიღუპა და 13 დაიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადეს, რომ დაზიანებულია ორი ადმინისტრაციული შენობა.

სამხრეთ ხერსონის ოლქის ქალაქ ბერისლავში, დრონით თავდასხმის შედეგად, 34 წლის ქალი დაიღუპა და მისი 36 წლის ქმარი მძიმედ დაშავდა, განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა ოლეკსანდრ პროკუდინმა. 79 წლის ქალი, რომელიც მათ სიახლოვეს იდგა, ასევე დაშავდა.

პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრი ერმაკი ამბობს, რომ "ესაა სამოქალაქო პირებზე მიზანმიმართული ნადირობა".

პარასკევს მსხვერპლი ავდიივკაშიც დაფიქსირდა, რომელიც უკვე მეოთხე დღეა მძიმე დაბომბვის ქვეშაა. ომის დაწყების შემდეგ, დონეცკისა და ხერსონის რეგიონები განსაკუთრებული შეტევის სამიზნეები არიან.

XS
SM
MD
LG