ახალი კორონავირუსით ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ დროისთვის არსებული მონაცემებით გარდაიცვალა 51 949 ადამიანი ხოლო ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა 905 000-ზე მეტ ადამიანს.
ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების მიხედვით ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოჯანმრთელებულ ადამიანთა რაოდენობა 100 000 ადამიანს შეადგენს.
ამ დრომდე ყველაზე რთული ვითარება ნიუ-იორკშია, თუმცა შტატში დაღუპულთა და დაინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული. ნიუ-იორკში ყველაზე რთული უბანი ქუინსია სადაც დაინფიცირებულია 44 000-მდე ადამიანი.
ასევე ნახეთ: ამერიკის მთავრობის გაფრთხილება ქლოროქინით კოვიდ-19-ის მკურნალობასთან დაკავშირებითახალ კორონავირუსზე ტესტირება ამერიკის შეერთებულ შტატებში 5 მილიონამდე ადამიანს ჩაუტარდა.