ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკის დარგებში გახსნა ეტაპობრივად პირველი მაისის შემდეგ დაიწყო, რის შემდეგაც სხვადასხვა ბიზნესები ახალი კორონავირუსის კიდევ ერთი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა.
თანამშრომელთა დიდი ნაწილი დაავადდა. განსაკუთრებით ეს პრობლემა მომსახურების სფეროში დასაქმებული ადამიანების წინაშე დადგა. საუბარია რესტორნებზე და სასტუმროებზე. შეიძლება ითქვას, ზოგიერთ შტატში სწორედ ეს ადგილები იქცა ვირუსის გავრცელების ერთ-ერთ მთავარ წყაროდ.
კოვიდ19-ით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა ბოლო კვირების განმავლობაში დაფიქსირდა სამხრეთ და დასავლეთ შტატებში. მათ შორის ფლორიდაში, არიზონაში, ტეხასში, ჯორჯიაში, ოკლაჰომაში, სამხრეთ კაროლინასა და იუტაში.
მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების თითქმის მთელ ტერიტორიაზე პირბადით სიარული რეკომენდებული და გარკვეულ შემთხვევაში აუცილებელიცაა. მხოლოდ ერთ კვირაში ამერიკის მაჩვენებელი ინფიცირებულთა რაოდენობის მხრივ 25% -ით გაიზარდა. ექსპერტები ფიქრობენ, რომ ეს შემაშფოთებელი სტატისტიკაა.
სწორედ ამ მონაცემებიდან გამომდინარე, ამერიკული სააფთიაქო ქსელი "სი-ვი-ესი" ამერიკაში მოქმედ ბიზნესებს დახმარებას სთავაზობს. კერძოდ, კომპანიის ჯანდაცვის დეპარტამენტმა გადაწყვიტა სხვადასხვა ორგანიზაციას კოვიდ19-ის ტესტირების დიაგნოსტიკური პროგრამა მიყიდოს, რომელიც კომპანიებს დაეხმარება სწრაფად და ადგილზე აწარმოონ დაკვირვება საკუთარ თანამშრომლებზე და შეაჩერონ ვირუსის გავრცელება და შეინარჩუნონ ბიზნესი თუ ორგანიზაცია უსაფრთხოდ.
ამასთან, სააფთიაქო ქსელი "სი-ვი-ესი", ზრდის ტესტირების რაოდენობას და გამოთქვამს მზადყოფნას, ორგანიზაციებსა და კომპანიებს დაეხმაროს სხვა დამცავი მოწყობილობების განთავსებაშიც. საუბარია ტემპერატურის გამზომავ მოწყობილობებზე და სიმპტომების შემმოწმებელ პროგრამებზე.
ასევე ნახეთ: ვირუსის შიში, ხალხის მცირე რაოდენობა და წინასაარჩევნო დაპირებები - რა ხდებოდა ტრამპის სიტყვით გამოსვლისას ტულსაშიამერიკაში კოვიდ19 ამ დროისთვის 2 347 102 მილიონ ადამიანს დაუდასტურდა. გარდაცვლილთა რაოდენობა კი 121 225-ს აჭარბებს. მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, დაახლოებით 10 მილიონია.