ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კვირას განაცხადა, რომ 24 საათში გლობალურად ახალი კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული ზრდა დაფიქსირდა. მსოფლიოს გარშემო ინფიციერბის 183,000 შემთხვევაა გამოვლენილი. ორგანიზაციის თქმით, გავრცელების ეპიცენტრი ახლა უკვე ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაა ბრაზილიაში 55,000, შეერთებულ შტატებში კი 36,000 ახალი შემთხვევით. ასევე მაღალია მონაცემები ინდოეთში, სადაც 15,000 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ პრობლემა არა თავად ვირუსი, არამედ გლობალური სოლიდარობის არ არსებობაა.
„ჩვენ დაყოფილ მსოფლიოში ამ ვირუსს ვერ დავამარცხებთ“, - თქვა მან.
შემთხვევების რაოდენობა იზრდება ამერიკის ათზე მეტ შტატში. ექსპერტები ამბობენ, რომ ზრდა ნაწილობრივ ტესტირების გახშირებას უკავშირდება, თუმცა ეს არაა მთავარი ფაქტორი. ის ასევე ინფიცირების შემთხვევების რეალური რიცხვის მატებას და სიტუაციის სერიოზულობას აჩვენებს.
პრეზიდენტი ტრამპი უკვე დიდი ხანია ამბობს, რომ ის ფიქრობ რომ შეერთებულ შტატებში შემთხვევების ზრდა ტესტირების გახშირებას უკავშირდება.
„ჩვენ კორონავირუსზე უფრო მეტ ტესტს ვატარებთ (25 მილიონი) და იმდენად წინ ვართ, რომ ეს ისე ჩანს თითქოს უფრო მეტი შემთხვევა გვაქვს, განსაკუთრებით პროპორციულად თუ შევხედავთ, ვიდრე სხვა ქვეყნებს“, - დაწერა პრეზიდენტმა „ტვიტერზე“.
Facebook Forum