ჩინეთი "სავაჭრო ომისთვის" მზადაა

ჩინეთი შეერთებული შტატების მიერ ჩინურ პროდუქციაზე დაწესებულ ტარიფებს ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს.

შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გეგმის მიხედვით, ჩინური წარმოების 800-მდე პროდუქციაზე 25 პროცენტიანი ტარიფები დაწესდება. ეს გადაწყვეტილება ძალაში პარასკევს, ვაშინგტონის დროით შუაღამე შევა.

ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს სპიკერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პეკინი სავაჭრო ომში „პირველ ტყვიას არ გაისვრის“. მისივე თქმით, ვაშინგტონის ეს გადაწყვეტილება პეკინს შურისძიების გარდა სხვა არჩევანს არ უტოვებს.