ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპა ამერიკულ ნაწარმზე ტარიფებს დააწესებს


ევროპის კავშირი მილიარდობით დოლარის ღირებულების ამერიკულ ნაწარმზე ტარიფებს აწესებს. იმ პროდუქციას შორის, რომელზეც ევროკავშირი ტარიფების გაზრდას აპირებს, არის ამერიკული წარმოების ჯინსი, ძლიერი ალკოჰოლური სასმელები და მოტოციკლები.

ეს არის ევროკავშირის პასუხი პრეზიდენტ ტრამპის მიერ ლითონზე ტარიფების გაზრდაზე.

შეერთებული შტატები, დაახლოებით, ორ კვირაში, დამატებით გადასახდს უწესებს ჩინეთიდან იმპორტირებულ საქონელს, რისი ფასიც ჯამში 30 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს. ჩინეთი პირობას დებს, რომ ამერიკის ამ გადაწყვეტილებას შესაბამისად უპასუხებს.

ტრამპმა ტარიფების გაზრდაზე პირობა ჯერ კიდევ არჩევნებამდე, საპრეზიდენტო კამპანიის დროს გააკეთა. მაშინ კანდიდატმა ტრამპმა ტარიფების გაზრდის აუცილებლობა იმით ახსნა, რომ ზოგიერთი ქვეყანა ამერიკას თავის სასარგებლოდ იყენებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG