ტრამპი აზიაში მრავალპარტიული თანამშრომლობის წინააღმდეგ გამოდის

შეერთებული შტატების და ჩინეთის ლიდერებს აზიაში ვაჭრობის საკითხებზე განსხვავებული მსოაზრებები აქვთ. ვაჭრობაზე დღეს ორივე სახელმწიფოს მეთაურმა ისაუბრა.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აზიის სამიტის მონაწილეებს განუცხადა, რომ ის მზადაა ორმხრივი მოლაპარაკებები აწარმოოს ინდოეთი - წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებთან, მაგრამ გამორიცხავს ისეთ შეთანხმებებს, სადაც ერთდროულად რამდენიმე ქვეყანა იქნება ჩართული, როგორიცაა 12 წევრი სახელმწიფოსგან შემდგარი ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობა.

“მე დავდებ ორმხრივ შეთანხმებას რეგიონის ნებისმიერ ქვეყანასთან, ვისაც ჩვენთან თანამშრომლობა სურს,” განაცხადა ტრამპმა.

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა კი სამიტზე განაცხადა, რომ მესალმება მრავალპარტიულ თანამშრომლობას და სამიტის წევრებს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის თავისუფალი ვაჭრობის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.