ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლის ინფორმაციით, ტრამპი და პუტინი ერთმანეთს კვირის ბოლოს შეხვდებიან


კრემლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეერთებული შტატების და რუსეთის პრეზიდენტები, სავარაუდოდ, კვირის ბოლოს, ერთმანეთს ვიეტნამში შეხვდებიან.

„არის საკითხები, რომელზე მსჯელობაც საჭიროა და ჩვენ ამისთვის მზად ვართ,“ თქვა პუტინის მრჩეველმა საგარეო საქმეების საკითხებში, იური უშაკოვმა.

მან ასევე განაცხადა, რომ ორი ლიდერი ერთმანეთს, ყოველწლიური აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმის სესიებს შორის შეხვდება. ფორუმი ვიეტნამის ქალაქ დანანგში იმართება.

უშაკოვის თქმით, ასევე შესაძლებელია ტრამპს და პუტინს შორის უფრო „მოცულობითი“ პირისპირ შეხვედრაც შედგეს, თუმცა ამის თარიღი დაზუსტებული არ არის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG