თეთრი სახლი და შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმაურებიან. ორშაბათს, პარლამენტში გამოსვლისას, ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ რუსეთის ყოფილი ჯაშუშის სერგეი სკრიპალის მოწამვლის უკან, დიდი ალბათობით რუსეთი დგას. სკრიპალის და მისი ქალიშვილი მოწამლული არიან ნივთიერებით, რომელიც რუსეთშია დამზადებული.
თეთრი სახლის განცხადებით, "გაერთიანებული სამეფოს მიწაზე, სამეფოს მოქალაქის წინააღმდეგ ძლიერ ლეტალური, ნერვული აგენტის გამოყენება აღმაშფოთებელია". შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის პოსტზე მყოფი, რექს ტილერსონი ორშაბათს დილით, ტელეფონით ესაუბრა ბრიტანელ კოლეგას, ბორის ჯონსონს. "ჩვენ სრულად ვენდობით გაერთიანებული სამეფოს გამოძიებას და მის შეფასებებს, რომ რუსეთი იდგა ნერვული აგენტით განხორციელებული თავდასხმის მიღმა" - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 12 მარტს გაკეთებულ ოფიციალურ განცადებაში.
პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი რუსეთის დაზვერვაზე 1999 წლამდე მუშაობდა. 2006 წელს მას რუსეთმა ბრიტანეთის დაზვერვის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის, 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მაგრამ 4 წელიწადში შეიწყალა და სპეცსამსახურებს შორის გაცვლის ოპერაციის დროს, ბრიტანეთს გადასცა. სკრიპალი და მისი ქალიშვილი საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში გადაიყვანეს.