ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლონდონი განიხილავს როგორ უპასუხოს ყოფილი ჯაშუშის მკლელობას


ბრიტანეთის მთავრობა წნეხის ქვეშაა. პრემიერ მინისტრი ტერეზა მეი განიხილავს თუ როგორ უპასუხოს ბრიტანეთის ტერიტორიაზე ყოფილი ჯაშუშის სერგეი სკრიპალის მკლელობის მცდელობის საქმეს.

ლონდონში მიაჩნიათ, რომ მკვლელობის დაკვეთა ვლადიმირ პუტინმა გასცა. ყოფილი რუსი სამხედრო დაზვერვის ოფიცერი, რომელიც ბრიტანეთის სასარგებლოდ ჯაშუშობდა და მისი 33 წლის ქალიშვილი ნერვული აგენტის მეშვეობით მოწამლეს. ბრიტანელი სამართალდამცავები ფიქრობენ, რომ ნერვული აგენტი, მოსკოვთან ახლოს, იასენევოში, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მიერ იქნა შექმნილი.

რუსეთი უარყოფს სკრიპალის მოწამვლაში მონაწილეობას და ბრიტანეთის სამართალდამცავებს გამოძიებაში თანამშრომლობას თავაზობს.

ქიმიური იარაღის ექსპერტი, ჰამიშ დე ბრეტონ-გორდონი ამბობს, რომ გამოყენებული საწამლავი, სავარაუდოდ, ზარინია, რომელიც მსხვერპლს, დიდი ალბათობით, შეასხეს. ორი წლის წინ ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაასკვნა, რომ 2006 წელს ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობის უკან რუსეთის უსაფრთხოების სამსახური იდგა. დისიდენტი და ყოფილი "სუკის" აგენტი ლიტვინენკო, რომელიც მოგვიანებით ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურებთან თანამშრომლობდა, პოლონიუმით მოწამლული ჩაის დალევის შემდეგ გარდაიცვალა.

ბრიტანეთის მთავრობა ამბობს, რომ "ფხიზლად ადევნებს თვალს" გამოძიებას. მაგრამ იზრდება ეჭვი, რომ ამ საქმეში რუსეთია ჩართული. საგარეო საქმეთა მდივანი ბორის ჯონსონი ამბობს, რომ ძალიან ბევრი და სერიოზული ეჭვი არსებობს და ეს სამომავლო ურთიერთობებში დაძაბულობას შეიტანს. ჯონსონმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ბრიტანეთი „მტრულ ნაბიჯს სხვა მთავრობის მხრიდან... მტკიცედ უპასუხებს“. თუმცა ჯერ-ჯერობით რთული სათქმელია თუ რა ქმედებებს მიიღებს ტერეზა მეის მთავრობა.

ყოფილი ორმაგი აგენტისა და მისი ქალიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია. სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი უგონო მდგომარეობაში მოწამვლის ნიშნებით ინგლისის სამხრეთით მდებარე ქალაქში კვირას იპოვეს.

გამოძიებას ბრიტანეთის კონტრ-ტერორისტული პოლიცია ხელმძღვანელობს. ქვეყნის სამხედრო კვლევების ლაბორატორია კი მუშაობს იმის დასადგენად, თუ რა ნივთიერება იყო გამოყენებული მათ მოსაწამლად.

სერგეი სკრიპალი რუსეთის ყოფილი ჯაშუში და სამხედრო პოლკოვნიკი იყო. მან აღიარა, რომ ევროპაში რუსეთის ჯაშუშების შესახებ ინფორმაცია ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურებს მიაწოდა, სანაცვლოდ კი 100 000 დოლარიი მიიღო. მოსკოვის სასამართლომ მას 2006 წელს 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ის 2010 წელს გაათავისუფლეს ამერიკასა და რუსეთს შორის ჯაშუშების გაცვლის დროს და მას შემდეგ ბრიტანეთში ცხოვრობდა.

კვირას ის და მისი ქალიშვილი იულია ქალაქ სალისბურში, პარკის სკამზე იპოვეს. გამვლელი ჯემი პეინი, რომელმაც სასწრაფო დახმარება გამოიძახა, ამბობს, რომ ისინი მძიმე მდგოამრეობაში იყვნენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG