ტერაქტის ორგანიზატორთა ძიება

ამ წუთებში, შეიარაღებული პოლიციელები და ფედერალური აგენტები ჩხრეკენ სახლებს და ეჭვმიტანილს ეძებენ
ამერიკის ხელისუფლებამ საგანგებო ზომებს მიმართა და ქალაქ ბოსტონსა და მის მიმდებარე რაიონებში სკოლები, და სატრანსპორტო საშუალებები დახურა. საჯარო მოხელეებსა და კერძო სექტორს დღესვე ეთხოვათ სამსახურისგან თავი შეეკავებინათ. ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს სახლებში დარჩნენ. პარალელურად, პოლიცია აგრძელებს ბოსტონის მარათონის ტერაქტის ორგანიზატორთა ძიებას.
მასაჩუსეტის გუბერნატორმა დევალ პატრიკმა რეზიდენტებს მოუწოდა საჭიროების შემთხვევაში პოლიციელებს სახლის კარი გაუღონ.
„ჩვენ მოსახლეობას სახლებში დარჩენას ვთხოვთ. ასევე გვინდა, რომ მათ სახლის კარი მხოლოდ პოლიციელებს გაუღონ. ეს მითითება ქალაქებს-ბოსტონს, უოთერთაუნს, კემბრიჯს, ვოლთამს, ნიუტონს, და ბელმონტს ეხება.“
ამ წუთებში, შეიარაღებული პოლიციელები და ფედერალური აფენტები ჩხრეკენ სახლებს და ეჭვმიტანილს ეძებენ. ბოლოს ეჭვმიტანილი ჯოხარ ცარნაევი ბეისბოლის ქუდში მარათონის შორიახლოს ხუთშაბათს ვიდეო ფირზე ნახეს.