შეერთებული შტატების სამართალდამცავი ორგანოები ორშაბათს ბოსტონში მომხდარ აფეთქებას იძიებენ. პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ თითოეული ფედერალური რესურსი აფეთქების მსხვერპლთა დახმარებისკენ იქნება მიმართული.
„ბოსტონის პოლიციამ, მეხანძრეებმა, პირველმა დამხმარეებმა, ასევე ეროვნულმა გვარდიამ, იმოქმედეს გმირულად და ასევე აგრძელებენ მოქმედებას. ეს არის გახსენება იმისა, რომ უამრავი ამერიკელი მსახურობს და თავს წირავს ყოველდღე ისე, რომ არაფრად აგდებს თავის პირად უსაფრთხოებას სახიფათო და რთულ ვითარებებში. და ჩვენ მივესალმებით მათ, ვინც ამ ტრაგედიას სწრაფად და პროფესიონალურად გასცა პასუხი,“ - განაცხადა ბარაკ ობამამ.
პრეზიდენტმა ასევე დამნაშავეთა დასჯის პირობა დადო. მისი თქმით, დამნაშავეები „სრული სიმკაცრით აგებენ პასუხს სამართლის წინაშე.“
ბოსტონის პოლიციის კომისარმა ედვარდ დევისმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პოლიცია იკვლევს თუ საიდან მოხდა ბომბების აფეთქება.
„როდესაც ინციდენტი მოხდა, ადგილიდან ძალიან ბევრი ადამიანი გარბოდა. ზოგიერთს თან მიქონდა ჩანთები და ფუთები. ასაფეთქებელი მოწყობილობა შესაძლოა რომელიმე მათგანში იყო მოთავსებული. ჩვენი სპეციალური ჯგუფი ამოწმებს აღბნიშნულ ჩანთებს, თუმცა მეორე მოწყობილობა ჯერ არ გვიპოვია,“ - ამბობს ედვარდ დევისი.
მასაჩუსეტის გუბერნატორი დევალ პატრიკი აცხადებს, რომ გამოძიების ფედერალური ბიურო, ასევე ალოკოჰოლის, თამბაქოს, იარაღის და ასაფეთქებლების ბიურო ჩართული არიან გამოძიებაში. მან ასევე მოსახლეობას ინფორმაციის გაზიარება სთხოვა, რისთვისაც ამოქმედებულია ცხელი ხაზები.
ბოსტონის აფეთქების შემდეგ, მთელ შეერთებულ შტატებში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. თეთრმა სახლმა მომხდარს უკვე უწოდა ტერორისტული აქტი.