სულ ცოტა, 3 ადამიანი დაიღუპა და 130 დაშავდა ბოსტონში მიმდინარე მარათონის დროს მომხდარ აფეთქებებში. ფინიშის ხაზზე ორი ბომბის აფეთქება ერთმანეთის მიყოლებით განხორციელდა.
მიმდინარე გამოძიებასთან დაახლოებული პირი იტყობინება, რომ გარეუბანში იპოვეს კიდევ 3 დამატებითი ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომლის დეტონირება დამნაშავეებმა ვერ მოასწრეს. "ბოსტონ გლოუბის" ცნობით, დაღუპულთა შორის 8 წლის ბიჭიც არის. მთელ რიგ დაშავებულებს კიდურების ამპუტაციის ოპერაცია ჩაუტარდათ.
ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ და რა მოტივით მიიტანა იერიში მასაჩუსეტის შტატის ქალაქ ბოსტონზე. თუმცა, სამართალდამცავებს ეჭვი არ ეპარებათ იმ ფაქტში, რომ აფეთქებები კარგად კოორდინირებული თავდასხმა იყო. პასუხისმგებლობა მომხდარზე არცერთ ტერორისტულ ორგანიზაციას აუღია.