გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ბოსტონთან მდებარე ქალაქ რივერში მდებარე ბინა გაჩხრიკა, რათა დაადგინონ თუ ვინ დგას ორშაბათს ბოსტონში მომხდარი ტერორისტული აქტის უკან, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა და 140-ზე მეტი დაიჭრა. გაჩხრეკის დროს ბინიდან ამოღებულია გარკვეული საგნები. თუმცა, ცნობები ვინმეს დაპატიმრების შესახებ არ არსებობს. ხელისუფლების წარმომადგენლები არ აცხადებენ ეჭვმიტანილის ვინაობას. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. პრეზიდენტი ობამა აცხადებს, რომ ტერაქტის ორგანიზატორები და შემსრულებლები დაისჯებიან.
„ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით თუ ვინ და რისთვის ჩაიდინა ეს. ჩვენ წინ არ უნდა გავუსწროთ მოვლენებს, ვიდრე ფაქტები არ გვექნება. მაგრამ ჩვენ არ დავუშვებთ შეცდომას და ბოლომდე მივყვებით ამ დანაშაულს. გავარკვევ თუ ვინ და რატომ ჩაიდინა ეს. ყველა ადამიანი თუ ჯგუფი ვისაც ამ დანაშაულზე პასუხისმგებლობა დაეკისრება, აუცილებლად დაისჯება,“ - განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ.