ამერიკა ქალებისთვის ყველაზე საშიში ქვეყნების ათეულში მოხვდა

ქალებზე ძალადობის წინააღმდეგ მოწყობილი აქციის მონაწილე ინდოეთში

ქალებისთვის საცხოვრებლად ყველაზე საშიშ სახელმწიფოებს შორის, დასავლეთის ქვეყნებიდან მარტო შეერთებული შტატები მოხვდა. დღეს გამოქვეყნებულ “ტომსონ-როიტერის ფონდის” გამოკითხვაში ამერიკა მე-10 ადგილზეა, სექსუალური ძალადობის მხრივ კი სირიასთან ერთად მე-3 ადგილს ინაწილებს.

გამოკითხული ექსპერტების აზრით, ყველაზე საშიში ქვეყანა ინდოეთია. მეორე ადგილზეა ავღანეთი, მესამეზე - სირია. შემდეგ მოდიან: სომალი (4), საუდის არაბეთი (5), პაკისტანი (6), კონგო (7), იემენი (8), ნიგერია (9) და ამერიკის შეერთებული შტატები (10).

მსგავსი გამოკითხვა 2011 წლის შემდეგ არ ჩატარებულა. ბრიტანულმა ორგანიზაციამ “ტომსონ-როიტერის ფონდმა” ქალების საკითხების ცნობილი ექსპერტებიდან 550 გამოკითხა.

ექსპერტებს სთხოვეს, გაეროს წევრი 193 სახელმწიფოდან ქალებისთვის ყველაზე სახიფათო ქვეყნები დაესახელებინათ. მთავარი კრიტერიუმები იყო: ჯანდაცვა, ეკონომიკური რესურსები, ტრადიციული საქმიანობა, სექსუალური, თუ არასექსუალური ძალადობა და ტრეფიკინგი.

ქალებისთვის საცხოვრებლად ყველაზე საშიში მეგაპოლისების სია ასე გამოიყურება:

  1. ქაირო
  2. ყარაჩი
  3. კინშასა
  4. დელი
  5. ლიმა
  6. მეხიკო
  7. დაკა
  8. ლაგოსი
  9. ჯაკარტა
  10. სტამბოლი
  11. სან-პაულო
  12. ბუენოს-აირესი
  13. ნიუ-იორკი
  14. მანილა
  15. შანხაი
  16. მოსკოვი
  17. პარიზი
  18. ტოკიო
  19. ლონდონი