ამერიკა ავღანეთში გეგმებს არ შეცვლის

ამერიკა დასახული გეგმებისა და სტრატეგიის შეცვლას არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელმა ჯარისკაცმა 16 უდანაშაულო ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს. ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯეიმს კარნიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები თავის მისიას ავღანეთში დაასრულებს და ალყაიდას დემონტაჟის საქმეს ბოლომდე მიიყვანს. მან ასევე დასძინა, რომ სტრატეგიით გათვალისწინებულ გრაფიკს ამერიკა არ გადაუხვევს. ავღანეთის უშიშროების ძალებისთვის კონტროლის გადაცემის დასრულებმადე აშშ-ის ჯარი ქვეყანაში დარჩება.
მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით თალიბანი დაიმუქრა, რომ შურს იძიებს და პასუხს აგებინებს თითოეული გარდაცვლილი ავღანელის გამო.