გაზეთ „ვაშინგტონ პოსტის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად ამერიკელთა 60%-ი მიიჩნევს, რომ ავღანეთში მიმდინარე ომი შეერთებულ შტატებს ძალზე ძვირად უჯდება.
ამერიკელთა მხოლოდ 35%-ი თვლის რომ ამ ომში გაღებული მსხვერპლი გამართლებულია. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით ამერიკელთა 54%-ი ავღანეთიდან ჯარის გამოყვანას უჭერს მხარს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამ ქვეყნის სამთავრობო ძალები არ იქნებიან მზად მოწინააღმდეგესთან საბრძოლველად.
ამგვარ პოზიციას ათიდან ყოველი მეექვსე დემოკრატი და და მხოლოდ ოთხი რესპუბლიკელი იზიარებს. ამავე გამოკითხვის მიხედვით ამერიკელთა მხოლოდ 30%-ს სჯერა, რომ ავღანელთა უმეტესობა მხარს უჭერს შეერთებული შტატების სამხედროების მოღვაწეობას მათ ქვეყანაში.