გაეროს უშიშროების საბჭომ ღაზაში დაუყოვნებელივ ცეცხლის შეწყვეტის რეზოლუცია მიიღო

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაეროს) უშიშროების საბჭომ, 25 მარტს რეზოლუცია მიიღო, რომელიც ღაზაში ცეცხლის დაუოყვნებლივ შეწყვეტას და ყველა ტყვედ აყვანილის გათავისუფლებას მოითხოვს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

საბჭოს დანარჩენმა 14-მა წევრმა მხარი დაუჭირა დადგენილებას, რომელიც საბჭოს 10-მა არჩეულმა წევრმა წარადგინა. კენჭისყრის შემდეგ სსაბჭოს დარბაზში ტაშის ხმა გაისმა.

"პალესტინელი ხალხი ძალიან დაზარალდა. ეს სისხლისღვრა ძალიან დიდხანს გაგრძელდა. ჩვენი ვალდებულებაა, დავასრულოთ ეს სისხლისღვრა, სანამ გვიან არ არის", - თქვა ალჟირის ელჩმა გაეროში, ამარ ბენჯამამ საბჭოს კენჭისყრის შემდეგ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ამერიკის მხრიდან რეზოლუციის ვეტოს წარუმატებლობა მისი წინა პოზიციიდან "აშკარა უკანდახევა" იყო და ეს ზიანს აყენებს ისრაელის ომს "ჰამასთან". ნეთანიაჰუს თქმით, ის, რომ ამერიკამ რეზოლუციას ვეტო არ დაადო, "ჰამასის" ტყვეობაში მყოფი 130-ზე მეტი მძევლის გათავისუფლების მცდელობას ხელს უშლის.

ასევე ნახეთ: საბრძოლო მოქმედებები და ბიუროკრატიული დაბრკოლებები ღაზელებისთვის დახმარების მიწოდებას აფერხებს

"ჩვენი ხმა არ ნიშნავს, ვიმეორებ, არ ნიშნავს ჩვენი პოლიტიკის ცვლილებას. ჩვენს პოლიტიკაში არაფერი შეცვლილა", - განუცხადა ჟურნალისტებს თეთრი სახლის სპიკერმა, კონ ჯირბიმ.

გაეროს კენჭისყრის შემდეგ, ნეთანიაჰუმ გააუქმა მაღალი დონის დელეგაციის ვიზიტი ვაშინგტონში. დელეგაციას ამერიკის დედაქალაქში უნდა განეხილა ისრაელის დაგეგმილი სამხედრო ოპერაცია ღაზის სამხრეთ ქალაქ რაფაში, სადაც დაახლოებით 1,5 მილიონი ადამიანი აფარებს თავს.

"ჰამასი" მიესალმა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას და განაცხადა, რომ ის "ადასტურებს მზადყოფნას ჩაერთოს პატიმრების დაუყოვნებლივ გაცვლაში ორივე მხრიდან".