გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ბირმის მთავრობას სთხოვს შეასრულოს დადებული ხელშეკრულების პირობები და გაეროს წარმომადგენლებს ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე რახინის შტატში შესვლის უფლება მისცეს. შარშან სწორედ რახინში მოხდა რელიგიური უმცირესობა როჰინგას თემის წინააღმდეგ მასობრივი ხოცვა-ჟლეტა.
გაეროს ლტოლვილების და განვითარების სააგენტომ ივნისში ბირმის მთავრობასთან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც როჰინგას თემს რახინში დაბრუნების საშუალება უნდა მისცემოდა. მათი დიდი ნაწილი ამჟამად ლტოლვილის სტატუსით მეზობელ ბანგლადეშს აფრებს თავს.
გაერო აცხადებს, რომ ბირმის მთავრობამ უპასუხოდ დატოვა ორი მოთხოვნა, რომლის თანახმადაც გაეროს ლტოლვილების სააგენტოს რახინში დროებითი წარმომადგენლობა უნდა გაეხსნა.