გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეში ბანგლადეშში ჩავიდა, სადაც ის ადგილები მოინახულა, სადაც მიანმარიდან გამოქცეული როჰინგას ტომის ასობით ათასი ლტოლვილი ცხოვრობს. მისი თქმით, მან ლტოლვილთაგან ძალადობისა და მკვლელობების წარმოუდგენელია ისტორიები მოისმინა.
"მათ სურთ სამართლიანობა და შინ უსაფრთხოდ დაბრუნება", დაწერა გუტერეშმა "ტვიტერზე". მან ასევე აღნიშნა, რომ ამ მასშტაბის უბედურებისა და ტანჯვის შესახებ ამბების მოსასმენად მზადყოფნა წარმოუდგენელია და ის, რაც იქ, უშუალოდ ლტოლვილებისგან გაიგო, არასდროს დაავიწყდება.
გუტერეში ლტოლვილთა ბანაკებს მსოფლიო ბანკის ჯგუფის პრეზიდენტ ჯიმ იანგ კიმთან და ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლეს კომისართან ფილიპო განდისთან ერთად ესტუმრა.
Facebook Forum