გაერო ვარშავასა და მინსკს საზღვარზე მიგრანტებისთვის პირობების შექმნისკენ მოუწოდებს

FILE - The United Nations flag is seen at the United Nations General Assembly Hall in New York City, Sept. 23, 2019.

გაეროს ადამიანს უფლებების სააგენტო აცხადებს, რომ ბელარუსი და პოლონეთი მიგრანტებს მათ საზღვარზე წინ და უკან ატარებენ და ხშირად ისინი სიცივეში, წყლის და საკვების გარეშე რჩებიან.

სააგენტომ 21 დეკემბერს ორ ქვეყანას მოუწოდა გადაჭრან ვითარება მათთვის, ვინც საზღვარზე იმყოფება. გაეროს განცხადებით, მიგრანტებზე ბელარუსის უსაფრთხოების სამსახურები ზეწოლას ახდენენ და მათ სცემენ.

ევროკავშირი ბრალს დებს ბელარუსის ლიდერს, ალექსანდრ ლუკაშენკოს, რომ ის საიმიგრაციო კრიზისს ხელოვნურად ქმნის ლიეტუვას, ლატვიის და პოლონეთის საზღვარზე, ბრიუსელის სანქციებზე სამაგიეროს გადახდის მიზნით. სანქციები ბრიუსელმა მინსკს გასულ წლის არჩევნების გაყალბების და დემონსტრაციების ჩახშობის გამო დაუწესა. ბელარუსი უარყოფს, რომ ის კრიზისს აღვივებს.

ასევე ნახეთ: პოლონეთი მიგრანტთა დაკავების ცენტრში ამბოხზე საუბრობს

გაერო აცხადებს, რომ არცერთი მხარე არ აძლევს საშუალებას მის თანამშრომლებს საზღვარზე ვითარებას ადგილზე დააკვირდნენ. ორგანიზაციამ, პოლონეთის მხარეზე მოხვედრილი მიგრანტები გამოკითხა. ბელარუსი უარს უცხადებს გაეროს თანამშრომლებს ქვეყანაში შესვლაზე.

საიმიგრაციო კრიზისის საპასუხოდ, ვარშავამ საზღვარზე ღობე განათავსა და მის გასწვრივ ათასობით სამხედროა მობილიზებული.