გაერო: უკრაინაში ომის 9 000-ზე მეტი მსხვერპლი დადასტურებულია

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ცნობით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე ამ ომის შედეგად 9 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის სიკვდილია დადასტურებული, დაშავებულია 15 000-ზე მეტი მოქალაქე.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ცნობით, მათ წელს, 1-18 ივნისის განმავლობაში 112 ადამიანის მკვლელობა და 455-ის დაშავების ფაქტი აღრიცხეს. გაეროს ცნობით, სიკვდილის გამომწვევი მიზეზი ყველაზე ხშირად გრძელი რადიუსის მქონე იარაღი, ნაღმები და სხვა ასაფეთქებელი საშუალებებია.

სულ, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, გაეროს დადასტურებულად აქვს ცნობები უკრაინაში 9 083 მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვის და 15 779 ადამიანის დაჭრის შესახებ.

ადამიანის უფლებათა კომისრის ანგარიში კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ რუსეთის აგრესიის მსხვერპლთა რიცხვი გაცილებით მაღალია, მაგრამ საომარი ვითარებების ადგილებიდან ინფორმაციის დროულად და დადასტურებულად მიღება რთულდება.

უკვე არსებული ინფორმაციის ნაწილიც, ჯერ კიდევ დაუსაბუთებელია. მათი განმარტებით ეს განსაკუთრებით შეეხება ისეთ ტერიტორიებს, როგორებიცაა მარიუპოლი, ლისიჩანსკი, პოპასნა, სევეროდონეცკი და სხვა დასახლებები, სადაც სავარაუდოდ ბევრად მეტი მსხვერპლია სამოქალაქო მოსახლეობაში.