უკრაინელი მოფარიკავე დისკვალიფიცირებულია, მან დამარცხებულ რუს ოპონენტს ხელი არ ჩამოართვა

უკრაინელი მოფარიკავე ოლჰა ხარლანი (მარცხნივ) და რუსი მოფარიკავე ანა სმირნოვა, მილანში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, 27 ივლისი, 2023. ხარლანმა უარი თქვა რუსი სპორტსმენისთვის ხელის ჩამორთმევაზე, რის გამოც დისკვალიფიკაცია მიიღო.

უკრაინელმა მოფარიკავე ოლჰა ხარლანმა თქვა, რომ ფარიკაობის წესები უნდა შეიცვალოს. მან ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც უარი თქვა რუსი ოპონენტის, ანა სმირნოვასთვის ხელის ჩამორთმევაზე, რის გამოც დისკვალიფიკაცია მიიღო.

ასევე ნახეთ: კიევმა უკრაინელ სპორტსმენებს რუსებთან შეჯიბრებებში მონაწილეობა აუკრძალა

მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა და ოლიმპიურმა მედალოსანმა ხარლანმა, 27 ივლისს რუსი მოფარიკავე სმირნოვა 15-7 ანგარიშით დაამარცხა. რუსი მოფარიკავე ნეიტრალურ კანდიდატად ასპარეზობდა. მისი დამარცხების შემდეგ, უკაინელმა სპორტსმენმა მას ხელის ჩამორთმევის ნცვლად რაპირებით შეხება შესთავაზა.

„არ მინდოდა ამ სპორტსმენისთვის ხელის ჩამორთმევა და გულის კარნახით ვიმოქმედე. როცა გავიგე, რომ ჩემი დისკვალიფიკაცია უნდოდათ, გული მომიკვდა და ტკივილისგან ვყვიროდი“, - დაწერა უკრაინელმა ხარლანმა "ინსტაგრამზე" 27 ივლისს.

„მე, როგორც ყველას ამ სამყაროში, საღი აზრის სამყაროში, მესმის, რომ წესები უნდა შეიცვალოს, რადგან სამყარო იცვლება”, - დასძინა მან.

მოწინააღმდეგის ხელის ჩამორთმევა ორთაბრძოლის შემდეგ ფარიკაობაში სავალდებულოა და სპორტის სხვა სახეობებში, როგორიცაა მაგალითად ჩოგბურთი, ეს მხოლოდ ტრადიციაა.

რამდენიმე ცნობილმა უკრაინელმა ათლეტმა 32 წლის ხარლანს საჯაროდ მხარდაჭერა გამოუცხადა. უკრაინული მხარე დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილების გაპროტესტებას გეგმავს.