უკრაინამ რუსული სოფელი დაბომბა, მსხვერპლი არ არის - ბრიანსკის გუბერნატორი

რკინიგზის სადგური ბრიანსკში, რუსეთი

2 მაისის დილით, უკრაინამ რუსეთის მოსაზღვრე ბრიანსკის რაიონში სოფელი დაბომბა. განცხადებას სოციალური მედიით რუსეთის ადგილობრივი მთავრობა ავრცელებს.

"დილით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაბომბეს სოფელი კურკოვიჩი, სტაროდუბსკის მუნიციპალურ რაიონში" - წერს ბრიანსკის გუბერნატორი ალექსანდრ ბოგომაზი "ტელეგრამის" არხზე. მისი ცნობით, აფეთქებებში არავინ დაღუპულა: "მსხვერპლი არ ყოფილა. დაბომბვის შედეგად, ერთ-ერთ სახლში ხანძარი გაჩნდა. ყველა საგანგებო სამსახური ადგილზეა".

ასევე ნახეთ: კიევი ამბობს, რომ რუსულ ჯარზე შეტევისთვის თითქმის ყველაფერი მზადაა

საინფორმაციო სააგენტო "როიტერის" ცნობით, ინფორმაციის გადამოწმება ამ ეტაპზე ვერ ხერხდება. კიევი მსგავს შემთხვევებში, პასუხისმგებლობას მომხდარზე საჯაროდ თითქმის არასდროს იღებს.

ბოგომაზის თქმით, ორშაბათს, ერთი დღით ადრე, ბრიანსკში ლოკომოტივი დაუდგენელი მიზეზით აფეთქდა და სატვირთო ვაგონები ლიანდაგიდან გადაყარა. მანამდე, შაბათს, უკრაინის მხრიდან მოწყობილ აფეთქებებში 4 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა - ამბობს რუსი გუბერნატორი.

რუსეთის ოფიციალური პირების ცნობით, ბრიანსკი, რომელიც უკრაინას და ბელარუსს ესაზღვრება, პროუკრაინული ჯგუფების მხრიდან საბოტაჟი არაერთხელ მომხდარა, მას შემდეგ, რაც 14 თვის წინ რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და იქ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას დღემდე "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" უწოდებს.

Your browser doesn’t support HTML5

გაყინული რუსული აქტივები და უკრაინისთვის რეპარაციის გადახდის საკითხი