უკრაინელი და რუსი სამხედროები ბახმუტისთვის ბრძოლას აგრძელებენ. უკრაინელი ჯარისკაცები აცხადებდნენ, რომ ამინდის გაუმჯობესების შემდეგ, მზად არიან კონტრშეტევაზე გადავიდნენ.
რაც შეეხება დიპლომატიურ ფრონტს: საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ჩინეთში იმყოფება. პრეზიდენტ სი ძინპინთან საუბარში მან პეკინს მოუწოდა, დააჯეროს მისი ახლო მოკავშირე მოსკოვი, რომ რუსეთმა უკრაინაში ომი დაასრულოს. ჩინეთის პრეზიდენტმა პასუხად თქვა, რომ ის შეეცდება, სამშვიდობო მოლაპარაკება რაც შეიძლება მალე დაიწყოს.
მოგვიანებით, ერთ-ერთმა ფრანგმა დიპლომატმა თქვა, რომ ჩინეთი მზადაა, რომ საფრანგეთთან ერთად იმუშაოს მოლაპარაკებებთან დაკავშირებით.
ასევე ნახეთ: ფინეთის ნატოში გაწევრიანების ფონზე, უკრაინა ბახმუტისთვის ბრძოლას აგრძელებსთუმცა, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მრჩეველმა სამშვიდობო მოლაპარაკებების შანსებთან დაკავშირებით თქვა, რომ მოლაპარაკებების წელს დაწყების შანსი "ნულია".
ომის დაწყებიდან 14 თვის თავზე, ბახმუტისთვის ბრძოლა ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანია. ბახმუტი ბოლო სამოქალაქო ცენტრია, აღმოსავლეთ დონეცკის პროვინციაში, რომელიც რუსებს არ აუღიათ.
"ბრძოლები ბახმუტისთვის გრძელდება", თქვა ანდრი ერმაკმა, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის უფროსმა მრჩეველმა.
ბრძოლების გაგრძელების შესახებ განცხადებას ავრცელებს "ვაგნერის დაჯგუფების" ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი და აცხადებს, რომ მისი დაჯგუფება დანებებას არ აპირებს.