უკრაინული და რუსული მხარეები ჰააგაში, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში ერთმანეთის პირისპირ წარსდგებიან. ორშაბათს გაეროს საერთაშორისო სასამართლოში, მოსკოვის სამხედრო ოპერაციების შეჩერების შესახებ, უკრაინის მოთხოვნასთან დაკავშირებით მოსმენა გაიმართება. სასამართლო მოსმენის წინ, მოსკოვის ინტერესების დამცველი იურიდიული ჯგუფის მთავარი ადვოკატი გადადგა.
რუსეთის ინტერესების დამცველმა მთავარმა ადვოკატმა, ეროვნებით ფრანგმა ალენ პელეტიმ, გადადგომის შესახებ, მიმდინარე კვირაში, ღია წერილი გამოაქვეყნა.
„საკმარისია!“ - წერს პალეტი და ამბობს, რომ საერთაშორისო ფორუმებში რუსეთის დაცვა შეუძლებელი გახდა. პალეტი რუსეთის ინტერესებს სხვა საერთაშორისო საქმეებშიც იცავდა. მათ შორის, რუსეთის წინააღმდეგ, უკრაინის მიერ წამოწყებულ საქმეზე, რომელიც 2014 წელს, ყირიმის ანექსიას ეხება.
ასევე ნახეთ: „სავარაუდოდ, მომდევნო დღეები უარესი იქნება“ - სტოლტენბერგიუკრაინის მიერ გაეროს სასამართლოში შეტანილი ახალი საქმე, გენოციდის პრევენციის შესახებ 1948 წლის ხელშეკრულების ინტერპრეტაციას ეხება, რომლის ხელმომწერი ორივე ქვეყანაა, როგორც უკრაინა, ასევე რუსეთი.
თავად ხელშეკრულებაში სასამართლო დასახელებულია, როგორც მასთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტის ფორუმი. უკრაინის სარჩელი ამტკიცებს, რომ რუსეთმა ხელშეკრულების ინტერპრეტირება, რამდენიმე მიმართულებით, არასწორად მოახდინა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა - რასაც ის "სპეციალურ სამხედრო მოქმედებას" უწოდებს - გამართლებული იყო იმით, რომ "დაიცვან ადამიანები, რომლებიც ექვემდებარებოდნენ ჩაგვრას და გენოციდის... ბოლო რვა წლის განმავლობაში".
ასევე ნახეთ: გერმანიის კანცლერი პუტინს უკრაინაში ომის შეწყვეტისკენ მოუწოდებსკიევის სარჩელი ამტკიცებს, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში გენოციდი მოხდა, ან მოხდება. უკრაინამ სასამართლოს სთხოვა დაედგინა, რომ „რუსეთს არ აქვს კანონიერი საფუძველი განახორციელოს ზომები უკრაინაში და მის წინააღმდეგ, ნებისმიერი სავარაუდო გენოციდის პრევენციისა და დასჯის მიზნით“.
მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო (ICJ), სახელმწიფოთა შორის ამ ტიპის დავების გადასაჭრელად უმაღლესი სასამართლოა. მიუხედავად იმისა, რომ როგორც წესი, სასამართლოს მიერ საქმის გადაწყვეტას ჩვეულებრივ წლები სჭირდება, მას ასევე აქვს დაჩქარებული პროცედურები, „დროებითი ზომების“ მიღების შესახებ მოთხოვნის განხილვისთვის. უკრაინა სწორედ ამას ითხოვს.
სასამართლოს შეუძლია დააწესოს დროებითი ზომები, რათა თავიდან აიცილოს სიტუაციის გაუარესება.
ქვეყნები ჩვეულებრივ, მაგრამ არა ყოველთვის, იცავენ სასამართლოს გადაწყვეტილებებს, რომელთა აღსრულებაც ხელმომწერი სახელმწიფოებისთვის სავალდებულოა.
რუსეთის წინააღმდეგ, უკრაინის სარჩელზე სასამართლო მოსმენა ორშაბათს, უკრაინული მხარის მიერ საქმის წარდგენით დაიწყება. სამშაბათს კი რუსეთის საპასუხების მოსმენა იგეგმება.