უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება, ამბობს, რომ რუსეთს უკრაინის საზღვართან ამ დრომდე არ ჰყავს საკმარისი რაოდენობის სამხედროები მობილიზებული, რათა მოსკოვმა კიევზე სრულმასშტაბიანი იერიში მიიტანოს.
„ამ მომენტში, უკრაინისა და მისი პარტნიორების შეფასებით (რუსული) ძალების ეს რაოდენობა და შემადგენლობა, საკმარისი არ არის სრულმაშტაბიანი შეჭრისთვის. ჩვენ ფხიზლად ვართ და ვაგრძელებთ მონიტორინგს,“- ამბობს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.
ასევე ნახეთ: თეთრი სახლი უკრაინას რუსეთიდან მომდინარე კიბერთავდასხმების შესახებ აფრთხილებსსატელიტური ფოტოებითა და სადაზვერვო ინფორმაციის ღია წყაროებით, რომელსაც საერთაშორისო მედია ავრცელებს, შეიძლება ითქვას, რომ ამ დროისთვის რუსეთს უკრაინის საზღვართან 120 000-მდე სამხედრო მოსამსახურე ჰყავს მობილიზებული. საზღვართან იზრდება რუსული შეიარაღების რაოდენობაც. ინფორმაციას და ვიდეო კადრებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ყოველდღიურად ავრცელებს. თუმცა, კრემლში განმარტავენ, რომ ისინი უკრაინაში შეჭრას არ გეგმავენ.
ვაშინგტონსა და ბრიუსელში ამბობენ, რომ რუსეთს შეუძლია უკრაინაზე სწრაფი იერიშის დაწყება, რის გამოც, გასული კვირების განმავლობაში, ამერიკამ უკრაინაში მყოფ ამერიკელ დიპლომატებს სურვილის შემთხვევაში ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, ეს ნაადრევი გადაწყვეტილება იყო.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქით, აგრესიული და აქტიური დიპლომატია მუშაობს და ამას მეტყველებს, რომ ომი ამ დრომდე არ დაწყებულა. დმიტრო კულება მოუწოდებს ვაშინგტონსა და ბრიუსელს დროულად მოხდეს სანქციების პაკეტზე შეთანხმება და ამის შესახებ კრემლს ეცნობოს.
ასევე ნახეთ: კირბი: რუსეთი დეესკალაციისკენ ნაბიჯს არ დგამსდასავლეთში არაერთხელ განაცხადეს, რომ თუ რუსეთი უკრაინაში კიდევ ერთხელ შეიჭრება, მოსკოვს ამის გამო მძლავრი ეკონომიკური სანქციები დაუწესდება. ბრიუსელსა და ვაშინგტონში ამბობენ, რომ ეს იქნება ერთიანი კოორდინირებული ნაბიჯი.
ცალკეული ქვეყნები, მათ შორის ამერიკა და დიდი ბრიტანეთი მსჯელობენ, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, პირადი სანქციები დაუწესონ რუსეთის პრეზიენტსა და მის გარემოცვას, თუმცა დამატებითი დეტალები ამ დრომდე ცნობილი არ არის.
უკრაინაში დაძაბულობის ზრდის პარალელურად, ნატო აღმოსავლეთის ფლანგს აძლიერებს. ბალტიის ქვეყნებში ნატო, როგორც სამხედროთა რაოდენობას ასევე შეიარაღებას ზრდის.
ამერიკა და პარტნიორი ქვეყნები სამხედრო დახმარებას უწევენ უკრაინასაც. ბოლო კვირების განმავლობაში, კიევმა თავდაცვისთვის განკუთვნილი შეიარაღება დამატებით მიიღო.