რუსეთს შეუძლია გამოიყენოს კიბერშეტევები, როგორც მისი ძალიხსმევის ნაწილი დესტაბილიზაციისათვის და უკრაინაში შემდგომი შეჭრის მიზნით, ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილე ენ ნიუბერგერი ამბობს, რომ მან უკვე გამართა შეხვედრები ევროკავშირსა და ნატოში, სადაც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მოსალოდნელი კიბერშეტევების საფრთxეებზე იყო საუბარი.
„ჩვენ ვაფრთხილებდით (უკრაინას ) კვირების და თვეების განმავლობაში, როგორც საჯაროდ, ასევე პირადად პოტენციური საფრთხეების შესახებ. რუსები ბოლო ათწლეულის განმავლობაში იყენებდნენ კიბერ თავდასხმებს, როგორდ მათი ძალის ძირითადი კომპონენტის ნაწილს,“- თქვა ნიუბერგერმა ვირტუალურ პრესკონფერენციაზე.
ნიუბერგერი ვიზიტით ევროპაში მას შემდეგ ჩავიდა, რაც უკრაინაზე მასშტაბური კიბერთავდასხმა მოხდა. მაშინ თავდამსხმელებმა შეტყობინება დატოვეს, სადაც ეწერა „მოელოდეთ უარესს“
მომხდარზე გამოძიებაა დაწყებული. არსებული ინფორმაციით ჰაკერული თავდასხმა ბელარუსიდან მოხდა, რომელიც რუსეთის მოკავშირეა. სპეციალისტთა ნაწილის მოსაზრებით, ჰაკერებმა თავდასხმაში ისეთი პროგრამა გამოიყენეს, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის სადაზვერვო სამსახურთან.