ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯონსონსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგება


კიევში ვიზიტის შემდეგ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი დღეს რუსეთის პრეზიდენტის პოზიციებს მოისმენს. არსებული ინფორმაციით, ჯონსონსა და ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგება.

მთავარი სასაუბრო თემა უკრაინის საზღვართან რუსეთის მიერ სამხედრო მობილიზება იქნება. დასავლეთში მიაჩნიათ, რომ კრემლი უკრაინაში შეჭრას გეგმავს.

სატელეფონო ზარამდე, ვლადიმირ პუტინმა დაახლოებით 6 კვირიანი დუმილის შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ დასავლეთის მხრიდან „რუსეთის შეშფოთებები იგნორირებულია“. მეტიც, პუტინმა პირველ თებერვალს თქვა:

„თუ უკრაინა ნატოს წევრი გახდება და ის გადაწყვეტს ყირიმის აღებას, რომელიც ჩვენ რუსეთის ტერიტორიად გამოვაცხადეთ, რა უნდა ვქნათ, ნატოს ვეომოთ?“

აღსანიშნავია, რომ რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს ომის დროს მოახდინა, შემდეგ კი საკუთარ ტერიტორიულ ერთეულად გამოაცხადა, თუმცა კრემლის გადაწყვეტილებას დასავლეთი არ აღიარებს.

რუსეთის სამხედრო მობილიზების პარალელურად, ნატო აღმოსავლეთ ფლანგს აძლიერებს და უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევს. განიხილება სანქციების საკითხიც. არსებობს მოლოდინი, რომ დიდი ბრიტანეთი პუტინის გარემოცვას უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, პერსონალურ სანქციებს დაუწესებს. ვაშინგტონი კი არ გამორიცხავს, რომ სანქციები პირადად ვლადიმირ პუტინსაც შეეხოს. განცხადება, ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გააკეთა.

ვაშინგტონსა და ბრიუსელში ამბობენ, რომ თუ ერთი რუსი სამხედრო მაინც გადაკვეთს საზღვარს და თავს დაესხმება უკრაინას, უპრეცედენტო მაშტაბის სანქციებს აამოქმედებენ, რაც რუსული ეკონომიკისთვის „გამანადგურებელი“ იქნება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG