ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინაში ჩავიდა 


რუსეთისგან მოსალოდნელი საფრთხის ფონზე უკრაინაში ბორის ჯონსონი ჩავიდა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ჯონსონი უკრაინაში არაერთ შეხვედრას გამართავს. ამ წუთებში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ხვდება.

„როგორც მეგობარი და დემოკრატიული პარტნიორი დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს უკრაინის სუვერენიტეტის დაცვას მათგან, ვინც მის განადგურებას ცდილობს,“- ამბობს უკრაინაში მყოფი ბორის ჯონსონი. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ეს განცხადება უკრაინაში ჩასვლის შემდეგ ტვიტერზე გამოაქვეყნა.

უკრაინაში ყოფნის დროს დიდი ბრიტანეთის და უკრაინის წარმომადგენლები ახალი თანამშრომლობის შესახებ იმსჯელებენ, რომელიც უკრაინასთან და დიდ ბრიტანეთთან ერთად პოლონეთსაც მოიცავს.

ჯონსონის უკრაინაში ვიზიტამდე სამი ქვეყნის თანამშრომლობის შესახებ შეხვედრა გაიმართა პოლონეთისა და უკრაინის პრემიერ-მინისტრებს შორის. სადაც ნათქვამი იყო რომ სამი სახელმწიფოს ახალ ფორმატში თანამშრომლობა თავდაცვის უნარიანობის გაზრდას უკავშირდება. ამასთან პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ პოლონეთი უკრაინას დამატებით სამხედრო შეიარაღებას მიაწვდის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG