უკრაინამ სამხრეთში სტრატეგიული დასახლება გაათავისუფლა

უკრაინა აცხადებს, რომ მისმა შეიარაღებულლმა ძალებმა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე სოფელი რობოტინე გაათავისუფლა და კონტრიერიში სოფლიდან სამხრეთით გრძელდება.

უკრაინის სამხედრო უწყება გასულ კვირას იუწყებოდა, რომ სტრატეგიულად მნიშვნეელოვან დასახლებაში დროშა აღმართა, თუმცა მის სრულ კონტროლზე საუბარი არ იყო.

გასულ კვირას "როიტერი" უკრაინის ძალების ერთ-ერთ მეთაურზე დაყრდნობით ამბობდა, რომ სამხრეთით რუსეთის საოკუპაციო ძალების ყველაზე რთული თავდაცივს ხაზი უკევ გარღვეულია და წინსვლა ამის შემდეგ უფრო სწრაფი იქნება.

ასევე ნახეთ: უკრაინელი მფრინავები აშშ-ში "ეფ-16"-ების სამართავად გადამზადდებიან

ჰანა მალიარმა, თავდაცივს მინისტრის მოადგილემ დღეს უკვე პირდაპირ თქვა "რობოტინე გათავისუფლებულია".

ეს დასახლება ზაპორიჟიის რეგიონში, ფრონტისპირა ქალაქ ორიხივიდან 10 კმ-ით სამხრეთით მდებარეობს და რუსეთის მიერ ოკუპირებული, მნიშვნელოვან ქალაქ ტოკმაკისკენ მიმავალ გზაზეა. აქვეა მნიშვნელოვანი სარკინიგზო კვანძიც.

ტოკმაკის აღება უკრაინის კონტრშეტევის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი იქნებოდა მაშინ, როცა კიევის ძალები აზოვის ზღვის მიმართულებით წინ წაწევას ცდილობენ. ამ კუთხით უკრაინის ჯარის მიზანი რუსული საოკუპაციო ძალების ერთმანეთისგან გაყოფაა, რაც მათ ლოგისტიკურ და სატრანსპორტო ხაზებსაც გაწყვეტდა.

ჰანა მალიარმა თქვა, რომ უკრაინის ჯარი ახლა რობოტინეს სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე მალა ტოკმაჩკისკენ მიემართება.