ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს რუსული იერიშების დროს 13 ადამიანი დაშავდა


საბჭოთა კავშირის დაშლიდან და დამოუკიდებლობის მოპოვებიდან უკრაინა 32-ე წელს აღნიშნავს, მოსკოვი კი უკრაინული ქალაქების დაბომბვას აგრძელებს. დამოუკიდებლობის დღეს უკრაინაში ოფიციალური ინფორმაციით 13 ადამიანი დაშავდა.

რუსეთმა, 24 აგვისტოს, იერიში მიიტანა ქალაქ დნიპროზე, რა დროსაც 10 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა. საჰაერო იერიშები განხორციელდა ხერსონზეც, სადაც სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი დაშავდა.

დნიპროს გუბერნატორი სერჰი ლისაკი ამბობს, რომ 3 დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. იერიშების შედეგად 10-ზე მეტი სამოქალაქო და ადმინისტრაციული შენობა დაზიანდა.

შვიდი წლის გოგონა დაშავდა ხერსონშიც, ამბობს რეგიონის გუბერნატორი ალექსანდრე პროკუდინი.

უკრაინის გენერალური პროკურატურა ამბობს, რომ რუსეთმა იერიში მიიტანა მშვიდობიან მოქალაქეებზე, მათ შორის ერთ-ერთი ჭურვი კერძო საცხოვრებელი სახლის სახურავს მოხვდა, რა დროსაც შენობის ნაწილი სრულად დაინგრა.

სააგენტო „როიტერი“ ამბობს, რომ ინფორმაცის გადამოწმება დამოუკიდებლად ვერ შეძლო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG