სამშაბათს, უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსეთმა ამჯერად სამხრეთის ქალაქ ხერსონში ბაზარი ამოიღო სამიზნეში, სადაც სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა.
ურაინის სამხედრო უწყებამ სამშაბათს განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ღამით განხორციელებული თავდასხმისას, რომელიც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის წინააღმდეგ იყო მიმართული, 32 დრონიდან 29 ჩამოაგდო.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, დრონებს გზა ჩერკასის, დნიპროპეტროვსკის, ხერსონის, კიროვოჰრადის, მიკოლაივის, პოლტავის და სუმის რეგიონების თავზე გადაუჭრეს.
ასევე ნახეთ: უკრაინის საჰაერო ძალები კიევზე დრონებით განხორციელებულ რუსეთის იერიშზე საუბრობსრუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში რვა დრონის ჩამოგდების შემდეგ, სამშაბათ დილით, უკრაინული დრონი ბელგოროდის რეგიონის თავზე ჩამოაგდო.
ბელგოროდის გუბერნატორი კომერციული შენობისადმი მიყენებული ზიანის შესახებ იტყობინებოდა, თუმცა განაცხადა რომ თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ორშაბათს გამოქვეყნებული ბიუჯეტის პროექტის თანახმად, რუსეთი მომავალ წელს სამხედრო ხარჯებს თითქმის 30 პროცენტით გაზრდის.
უკრაინის მომავალი წლის სამხედრო ბიუჯეტი, 54 მილიარდი დოლარი, რუსეთის 2025 წლის სამხედრო ბიუჯეტის დაახლოებით ერთი მესამედი იქნება