კიევის ცენტრალურ მოედანზე წუხელ ღამის განმავლობაში მომიტინგეებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკებები მოხდა
უკრაინის უსაფრთხოების ძალები უკან იხევენ მას შემდეგ, რაც კიევის ცენტრალურ მოედანზე წუხელ ღამის განმავლობაში მომიტინგეებსა და მათ შორის შეტაკებები მოხდა.
დაპირისპირება ორ ჯგუფს შორის კიევის მერიაში მოხდა, სადაც პოლიციამ დემონსტრაციის მონაწილეების წინააღმდეგ ხელკეტები გამოიყენა მათი მერიის შენობიდან გამოდევნის მიზნით. საინფორმაციო წყაროებზე დაყრდნობით, მომიტინგეებმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს. მოგვიანებით პოლიციის ავტობუსებმა მერიის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს.
ამ ინციდენტამდე რამდენიმე საათით ადრე, უსაფრთხოების ძალები მეიდანზე შეიჭრნენ და მომიტინგეების მიერ გაშლილი კარვები დაშალეს.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ამერიკა აღშფოთებულია უკრაინის მთავრობის მოქმედებით. უსაფრთხოების ძალებმა მეიდანზე ბულდოზერები და მასების კონტროლისთვის აღჭურვილი პოლიციის დანაყოფები მიიყვანა. ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა, რომ მთავრობამ „პატივი უნდა სცეს დემოკრატიულ უფლებებს და ადამიანის ღირსებას.“
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ასისტენტმა ევრაზიის საკითხებში ვიქტორია ნულანდმა დღეს განცხადება გამოქვეყნა, სადაც ნათქვამია: იმედი მაქვს უკრაინელმა ხალხმა იცის, რომ ამერიკის შერთებული შტაები მხარს უჭერს უკრაინაში სამართლიანობას, ადამიანის ღირსების დაცვას, უსაფრთხოებას და უკრაინის ევროპასთან ინტეგრაციას. პრეზიდენტ იანუკოვიჩთან ორ საათზე მეტი ვისაუბრე. ეს რთული, მაგრამ რეალისტური საუბარი იყო. მე მას ვუთხარი, რომ ის რაც წუხელ ღამით მოხდა აბლსოლუტურად მიუღებელია.
კერის თქმით, დემოკრატიული პრინციპების, მათ შორის, შეკრების თავისუფლების უფლების დაცვა ამერიკის მხრიდან უკრაინასთან ურთიერთობაში ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხია. მან უკრაინის მთავრობას მაქსიმალური თავშეკავებისკენ მოუწოდა და თქვა, რომ ადამიანის სიცოცხლე უპირობოდ უნდა იქნას დაცული.
ოთხშაბათს, უკრაინის პრემიერ მინისტრმა მიკოკა აზაროვმა განაცხადა, რომ უკრაინა ევროკავშირისგან 27.5 მილიარდი დოლარის ოდენობის ფინანსურ დახმარებას ითხოვს. კიევი ასოცირების ხელშეკრულებას ხელს მხოლოდ ამ დახმარების მიღების შემდეგ მოაწერს.