უკრაინის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მიერ გასროლილი რაკეტები კრასნოდარის ოლქში, რუსეთის პორტ „კავკაზში“ ნავთობის ტერმინალს მოხვდა, განაცხადა 31 მაისს, უკრაინის სამხედრო უწყება სოციალურ ქსელ „ტელეგრამში“.
განცხადების მიხედვით, უკრაინული დრონით, თავდასხმა განხორციელდა კრანსოდარის ოლქში მდებარე კიდევ ერთ ნავთობის საცავზე.
ასევე ნახეთ: უკრაინამ ღამის განმავლობაში 7 რუსული რაკეტა და 32 დრონი გაანადგურა„რუსეთის „თანამედროვე“ და „ეფექტიანი“ საჰაერო თავდაცვის სისტემა კიდევ ერთხელ აღმოჩნდა უძლური ჩვენი რაკეტებისა და უპილოტო სისტემების წინააღმდეგ და ვერ დაიცვა მნიშვნელოვანი ობიექტები, რომლებიც გამოიყენება ლოგისტიკისა და რუსეთის არმიის მომარაგებისთვის“, - ნათქვამია უკრაინის სამხედრო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სოციალურ ქსელ „ტელეგრამზევე“, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მისმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა, ხუთი რაკეტა და 29 დრონი გაანადგურა, რომელთა სამიზნე კრასნოდარის ობიექტები იყო.
ადგილობრივი რუსი ოფიციალური პირების თქმით, დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად, ცეცხლი გაუჩნდა ტემრიუკის რაიონში მდებარე ნავთობის საცავს, რამაც საწვავით სავსე რამდენიმე ავზი დააზიანა და ორი ადამიანის დაშავება გამოწვია.